close
საქართველო

“3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო” – კომაროველების უმაღლესი შედეგი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე

საქართველოს მოსწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, მათემატიკასა და ფიზიკაში ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ყოველწლიურად ალმათიში ტარდება. არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ოლიმპიადაზე  დაფიქსირდა ორი აბსოლუტური შედეგი (42 ქულა 42 შესაძლებლიდან 266 მონაწილეს შორის) და ერთი შედეგი ამ ორიდან ეკუთვნის კომაროველ მოსწავლეს, თეიმურაზ თოლორაიას.

“დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე, რომელიც უხვმოსავლიანი აღმოჩნდა კომაროველი მოსწავლეებისათვის. 14 მონაწილიდან (კომაროვის სკოლა 2 გუნდით იყო წარმოდგენილი) 13-მა აიღო მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. აქედან 3 ოქროა, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდური გამარჯვებისათვის. გრან-პრი ბელგრადის სკოლამ აიღო, გაგვასწრეს სოფიის და ბუქარესტის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლებმაც. აღსანიშნავია, რუსული სკოლების დაბალი შედეგები, რომლებიც მრავლად იყვნენ ოლიმპიადაზე. ჩემს მახსოვრობაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო 7 გუნდში (ოლიმპიადის წესებით გუნდურ შეჯიბრში მხოლოდ 7 გუნდი ჯილდოვდება) ვერცერთი რუსული სკოლა ვერ მოხვდა, მათ შორის ლომონოსოვის უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლაც. ეს ფაქტი მეტყველებს ძალიან დიდ კონკურენციაზე. ამას ადასტურებს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაც. წელს 3 საგანში 600-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა” –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გამეზარდაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0