close
ფსიქოლოგია

3 სხვადასხვა ,,ადამიანი”, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს

იდი, ეგო, სუპერეგო-რა როლს ასრულებენ ისინი ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში? – 3 სხვადასხვა ,,ადამიანი”, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს.
ინდივიდის პიროვნებაზე გავლენას ახდენს ის, თუ რა მიმართებაა იდს, ეგოსა და სუპერეგოს შორის. ადამიანები განსხვავებულად უმკლავდებიან მათ შორის ბრძლოას და ეს მათ პიროვნებაზე, ხასიათზე, ქცევებზე, მორალურ ღირებულებებზე და კიდევ მრავალ ასპექტზეც აისახება
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია, რომლის თანახმადაც ადამიანის პიროვნება შედგება სამი,ერთობლივად მოქმედი სისტემისგან – იდი, ეგო, სუპერეგო.
იდი- ,,მე მინდას” პრინციპი. შეიცავს ბიოლოგიურ მოთხოვნილებებსა და იმპულსებს. მას ორმაგი მიზანი ამოძრავებს – აირიდოს ტკივილი და მიიღოს სიამოვნება. ამ მიზანს კი იგი აღწევს მოთხოვნილებების წარმოსახვითი დაკმაყოფილებით. იდი მხოლოდ ,,მე მინდა” პრინციპით მუშაობს და მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა ორიენტრირებული. მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველაზე პრიორიტეტულია.
ეგო-ურთიერთობს ობიექტურ გარესინამდვილესთან. ეგოს მიზანია იპოვოს იდის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების რეალური გზა, რისთვისაც მან გონებით და არაფანტაზიით უნდა იმოქმედოს. ეგო იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა მოქმედებაა საჭირო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის პიროვნების ,,აღმასრულებელი ორგანოა”.
სუპერეგო – სუპერეგო შეიცავს ორ კომპონენტს:
1) სინდისი, რომელიც თავის მხრივ შეიცავს აკრძალვებს საზოგადოებრივად დაუშვებელი ქცევის წინააღდეგ;
2)ეგო–იდეალი, ანუ ინდივიდის წარმოდგენა, თუ როგორი პიროვნება სურს რომ იყოს.

სუპერეგო ვითარდება მშობლის დასჯა–წახალისებით, რომელსაც თანდათანობით უყალიბდება მორალური კოდექსი, რაც თვითკონტროლში გამოიხატება.
სუპერეგო ერთდროულად თრგუნავს იდის მიუღებელ იმპულსებს და ცდილობს დაარწმუნოს ეგო, რომ მოცემულ სიტუაციაში პრაგმატული გადაწყვეტილება მორალური გადაწყვეტილებით ჩაანაცვლოს.

 

მასალა მოამზადა: თიკო ორჯონიკიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld