მსოფლიოში ბევრი ხანდაზმული, საუკუნოვანი მცენარე ხარობს; მათ შორის არის ვაზიც. ამჯერად ძალიან დიდი ხნის ვაზის შესახებ გვინდა მოგითხროთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზო-კარში ხარობს. ბატონი ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და 300 წლის ვაზი შთამომავლობით ერგო.
– ვერ დაადგინეს, ვერც ერთ კატალოგს ვერ მიუსადაგეს ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელებმა.
უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია (იტალიელების გარდა, კანადელებიც იყვნენ, ჩილელებიც, სამხრეთაფრიკელებიც). მოკლედ, ჩვენს ვაზს დავუტოვეთ სახელი – ქართული ენდემური ჯიში.
– ანუ არ იცით, თავდაპირველად ვინ დარგო…
– წარმოშობით ჩემი გვარი რაჭიდან მოდის. კახეთში ახლა მეხუთე თაობა ვართ. ეს სახლ-კარი ჩემმა დიდმა პაპამ ჭავჭავაძეებისგან შეიძინა. აქაურობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ტერიტორია და პარკი ყოფილა, უმეტესად, დეკორატიული მცენარეები და კვიპაროსები ხარობდა. არც დასახლება ყოფილა და არც ხეხილი ან ვაზი. ჩემმა დიდმა პაპამ კვიპაროსები ამოძირკვა და მათ ადგილას ხეხილი გააშენა. მერე კომუნისტებმა მის გარშემო მიწის ნაკვეთები მუშებსა და გლეხებს დაურიგეს.
– როგორ არა. ვისაც უთხოვია, ყველასთვის მიმიცია, მაგრამ თითქმის ვერავინ გაახარა. თავის დროზე ჩვენთან მომუშავე ღვინის ფრანგულმა კომპანიამაც წაიღო, თავიანთ სათბურში სცადეს გახარება, მაგრამ – უშედეგოდ. მე მხოლოდ ერთი რქისგან ვახარე ერთი ძირი და ერთიც კარდანახში გაახარა ნათესავმა. ჩემსას ჯერჯერობით არ დაუსხამს, ჩანს, მოსავალს გვიან იძლევა.
– საკმაოდ მსხვილია, დიდი მტევნები იცის, 1,5-დან 3 კილოგ-რამამდე, მაგრამ ბოლო დროს მტევნების წონა შემცირდა. ვაზი 2012 წლის ქარიშხლისა და სეტყვის დროს ძალიან დაზიანდა. ბოლოს ყველაზე კარგი მოსავალი 2016 წელს მივიღეთ. შარშან 30 კგ-მდე მოვიდა.
– 170 სმ-ია, რვიანივით ერთმანეთში გადახლართული. 2016 წელს ერთ-ერთ კომპანიასთან ერთობლივი ღვინო ჩამოვასხით; ბევრი არ არის და ბოთლებით საქველმოქმედო ღონისძიებებზე გაგვაქვს ხოლმე. ამ ვაზის დაკონსერვების გეგმა ვერავინ შემომთავაზა, ვერც ის მითხრეს, რა ნივთიერებით უნდა დამუშავდეს. როგორც სხვა ვაზს, ამასაც ისევე ვუვლი. ჩემს ღვინოს ვაყენებ, რომელიც შეძლებისდაგვარად ბიოლოგიურად მომყავს, შხამქიმიკატებს საერთოდ არ ვიყენებ.
– მამაპაპეულ ადგილებს დაუბრუნდნენ! მთელმა საქართველომ თბილისში მოიყარა თავი, ქვეყნის დანარჩენი ტერიტორია კი თითქმის აუთვისებელია. ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ჩვენს მიწას?! ყველამ დავიკაპიწოთ ხელები და ავაღორძინოთ, რაც გვქონდა. მთავრობამაც რეგიონებს მეტი გასაქანი უნდა მისცეს.
მასალა მოამზადა : ლალი ფაცაცია
წყარო : kvirispalitra.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”