ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ოპტიმისტ ადამიანებს ხანგრძლივი ცხოვრების უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ცხოვრებაზე ნეგატიური შეხედულებები აქვთ. ამის შესახებ BBC წერს.
ბოსტონის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, ხშირად 85 წლამდე ცოცხლობენ.
მათი ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ ოპტიმისტებს მარტივად შეუძლიათ ემოციების კონტროლი, ამიტომაც ისინი სტრესის უარყოფითი ეფექტებისგან უფრო მეტად არიან დაცულები.
კვლევაში ადამიანების 2 ჯგუფი მონაწილეობდა: 70 000 ქალი და 1500 კაცი. სპეციალისტები მათი ოპტიმიზმის დონეს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას ამოწმებდნენ. გარდა ამისა, მათ კითხვებს უსვამდნენ ფიზიკურ დატვირთვაზე, დიეტაზე, მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე.
როგორც გაირკვა, ოპტიმისტი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 11-15%-ით მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც ნაკლებად ოპტიმისტი იყო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”