თანამედროვე ცხოვრების სტილი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთმანეთთან იმაზე უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად დიდი კომფორტია, რომლის შექმნაშიც ინტერნეტი უდიდეს როლს თამაშობს.
რა თქმა უნდა, მობილურ ინტერნეტს ბევრი ჩვენგანი იყენებს, თუმცა ამ სტატიაში შევკრიბეთ ის სასარგებლო აპლიკაციები, რომელთა გამოყენებას უინტერნეტოდაც შეძლებ.
1. Netflix
ორი აზრი არაა, რომ სერიალებისა და ფილმების ყურება დიდი ზომის ეკრანებზე უფრო სასიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ სმარტფონში ან პლანშეტში საყვარელი სერიალის ნახვა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს.
რა თქმა უნდა, დიდი ზომის სერიალებსა და ფილმებზე ძვირფასი მეგაბაიტების დახარჯვა არავის სურს. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. თუ მობილურში Netflix-ის აპლიკაცია გაქვთ, Wi-Fi ზონაში ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფილმის ან ეპიზოდის გასწვრივ არსებულ გადმოწერის ღილაკს დააჭიროთ, შემდეგ კი მას უინტერნეტობის ჟამს უყუროთ.
2. Google Maps
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანავიგაციო აპლიკაციაა, მისი ფუნქციონირებისთვის ინტერნეტია საჭირო, თუმცა თქვენ შეგიძლიათ Wi-Fi ზონაში ყოფნისას გარკვეული არეალი წინასწარ გადმოწეროთ, რის შემდეგაც ეს ტერიტორია, ყველა დეტალით, რუკაზე ხელმისაწვდომი ინტერნეტის გარეშეც იქნება.
მოძებნეთ არეალი, რომლის გადმოწერაც გსურთ, დააჭირეთ More info-ს, შემდეგ კი Download-ს.
3. Google Translate
გუგლის თარგმნის სერვისს ყველანი ხშირად ვიყენებთ. ეს უცხოენოვან ადამიანებთან საუბრის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან მას წინადადებებისა და ტექსტის თარგმნაც მარტივად შეუძლია.
სტანდარტულ რეჟიმში მის გამოსაყენებლად ინტერნეტია საჭირო, მაგრამ სერვისის მობილურ აპლიკაციას აქვს ერთი ფუნქცია, რომელიც თქვენთვის სასურველ ენას ხელმისაწვდომს უინტერნეტოდაც გახდის. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ პარამეტრებში, დააჭიროთ Offline translation-ს და აირჩიოთ ენა.
4. Pocket Casts
თავისუფალ დროს, მგზავრობისას, ან მაშინ, როდესაც რაიმე რუტინული საქმით ხართ გართული, პარალელურად ინფორმაციის მისაღებად პოდკასტის მოსმენა მშვენიერი იდეაა.
აპლიკაცია Pocket Casts-ის წყალობით, ინტერნეტით მოსმენის გარდა ნებისმიერი პოდკასტის გადმოწერასაც შეძლებ, შენახული ეპიზოდები კი შენთვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
5. საქართველოს ბანკის მობილბანკი
ალბათ ყველას მოგვსვლია შემთხვევა, როდესაც მობილურის ანგარიშზე თანხა ან ინტერნეტი გვითავდება, ამ უკანასკნელის ჩასართავად კი, რა თქმა უნდა, ისევ მობაილბანკია საჭირო!
საბედნიეროდ, საქართველოს ბანკის მობილბანკის გამოყენება, მისი ყველა სერვისით, ახლა უკვე უინტერნეტოდ შეგიძლია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მობილურის ბალანსზე თანხა ან მეგაბაიტები ამოგეწურა, მობილბანკში მაინც შეხვალ და თან არც ისაა საჭირო, რომ რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყო. ეს სერვისი ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”