მკვლევარებმა ორ უძველეს ეგვიპტურ მუმიაზე მსოფლიოს უძველესი ფიგურალური ტატუები აღმოაჩინეს.
ბრიტანეთის მუზეუმის ინფორმაციით, მამაკაცის მუმიას მკლავის ზედა ნაწილში ველური ხარისა და ცხვრის ტატუ, ხოლო ქალ მუმიას ზედა მკლავსა და მხრებზე – S- ის ფორმის ფიგურები აქვს გამოსახული.
ხელოვნების ნიმუშები ჩვეულებრივ სინათლეზე ლაქასავით მოჩანს, ისინი მეცნიერებმა ინფრაწითელი ფოტოგრაფიის საშუალებით დაათვალიერეს.
მუმიები ეგვიპტის ქალაქ გებელეინში 100 წლის წინ აღმოაჩინეს. ისინი ძველი წელთაღრიცხვის 3351 -3017 წლებით თარიღდებიან.
ამ აღმოჩენამდე არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტეში ტატუირებას მხოლოდ ქალებს უკეთებდნენ, ვინაიდან დღემდე არმოჩენილი ტატუები მხოლოდ ქალების სხეულებზე იყო გამოსახული.
აღმოჩენის დეტალები Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“