ცხადია, რომ ახალი პროდუქტის შემოტანა ბაზარზე ძალიან რთულია და ბევ რისკთანაც ასოცირდება. ბევრ ადამიანს სხვადასხვა სახის კითხვა უჩნდება ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ყველაზე პასუხს ვერ პოულობენ.
,,Harward Business Review– ის” ჟურნალმა შესთავაზა მკითხველს ის 10 ჩინებული კითხვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომპანიებსა და ადამიანებს ახალი პროდუქტის შექმნასა და გავრცელებაში.
- რა კატეგორიის კლიენტურამ უპოვა თქვენს პროდუქტს ყველზე უფრო უჩვეულო გამოყენება?
ამ კითხვაზე პასუხით შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს თქვენს პროდუქტს სხვადასხვა დანიშნულებით.
- რომელ კლიენტებს ესაჭიროებათ ძალიან ხშირად, ან ძალიან იშვიათად ჩვენი პროდუქტი თუ მომსახურება?
პროდუქტის შექმნიდან რამოდენიმე თვეში უკვე კომპანიას ეყოლება თავისი კლიენტურა, რომლებსაც დიდი ყურადღებით უნდა მოეპყროთ.
- არის მოსაზრება, რომ ყველა კლიენტს არ მოსწონს პროდუქტი სხვადასხვა მიზეზების გამო, თათბირზე ამ კითხვის დასმა მომგებიანი იქნება: როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი პროდუქტი, რომ ყველა კლიენტს მიესადაგოს?
- რა კატეგორიის კლიენტებისთვისაა თქვენი პროდუქტი ხელსაყრელი?
- მომხმარებელთა რა მოთხოვნები იცვლება განსაკუთრებით სწრაფად? და როგორი იქნება ისინი ხუთი წლის შემდეგ?
იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეკითხვები დაებადათ, ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის თანამშრომლებთან ერთად თათბირზე ამ კითხვების განხილვაა.
წყარო: Harvard Business Review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”