ამერიკულმა ვებგვერდმა – „მაშაბელმა“ –ძველი თაობის 5 მობილური წარმოადგინა, რომელთა გაყიდვაში დაბრუნებასაც ისურვებდა. ამის ერთგვარ ინსპირაციად კი გამოცემა Nokia 3310-ის ბაზარზე დაბრუნებას ასახელებს.
- Nokia 3310-ვით პოპულარული Motorola RAZR-ი თავის დროზე „ფლიპ“ ტელეფონებში სიახლე იყო. გამოსვლის დღიდან Motorola RAZR-ის 130 მილიონი ერთეული გაიყიდა. ის იმ დროისთვის ყველაზე თხელი მობილური ტელეფონი იყო, რომელსაც ასევე გამოარჩევდა მეტალის კლავიატურა. ტელეფონი ასევე გამოირჩეოდა 1,3-მეგაპიქსელიანი კამერით. ზოგადად კი RAZR გახლდათ პირველი პრემიუმ კლასის ტელეფონი ბაზარზე iPhone-ის გამოჩენამდე.
- Sidekick-ი – ეს იყო მობილური ტელეფონი უნიკალური მოძრავი ეკრანით და გააჩნდა მოცულობითი QWERTY კლავიატურა. ის იმ დროისთვის ითვლებოდა BlackBerry-ს კარგ ალტერნატივად.
- LG Chocolate-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „სლაიდერ-სტილის“ მქონე მობილური, რომელსაც ასევე გამოარჩევდა ჟღერადობა. ეს იყო მობილური, რომელმაც საკუთარი ადგილი აპოვნინა კომპანიას მობილურების მზარდ ბაზარზე
- Nokia N95 იყო მობილური, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ვიდრე iPhone-მა არ „დაასამარა”. 2.6-დუიმიანი ეკრანით „ნოკიას“ ეს მოდელი იმ პერიოდისთვის ყველასგან გამორჩეული იყო ყველაზე გამძლე ელემენტითა და 5-მეგაპიქსელიანი კამერით. ასევე აღსანიშნავია, რომ Nokia N95-ს ბევრად ადრე ჰქონდა ფრონტალური კამერა, ვიდრე „აიფონს“.
- Motorola StarTAC-ი – სანამ RAZR მოახდენდა Motorola-ს სიმაღლეების დაპყრობას, მანამდე იყო მობილური StarTAC. ტელეფონი, რომელიც 1996 წელს გამოვიდა, პირველი „ფლიპ“ მობილური იყო.
წყარო: Mashable.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: