ექვსმა არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის, საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ დღეს ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, მიზეზით, რომ ყატარი ხელს უწყობს რეგიონის დესტაბილიზაციას.
ზემოთ ხსენებული არაბული ქვყენების განცხადების მიხედვით, ყატარი მალულად ეხმარება და მხარს უჭერს ისლამური სახელმწიფოსა(IS) და ალ-ქაიდას სამხედრო დაჯგუფებებს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
ბრალდებას ყატარის ხელისუფლება აფასებს, როგორც უსამართლოს, „რომელსაც არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი“. შესაბამისად, უარყოფს ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირს.
პირველად ბაჰრეინმა და საუდის არაბეთმა გამოიწვიეს დიპლომატიური მისიები ყატარიდან – ორშაბათს, დღეს დილით, რასაც მოჰყვა ანალოგიური ქმედებები ეგვიპტის, იემენისა და ლიბიის მხრიდანაც. მთავარ მიზეზად დასახელდა „სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეებისგან“.
საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა 2 კვირა მისცეს ყატარელ მოქალაქეებს თავიანთი ტერიტორიების დასატოვებლად.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”