როდესაც რამდენიმე დღის წინ iPhone-ის პირველი თაობის ბაზარზე გამოჩენის 10 წლისთავის აღსანიშნავად კომპანია ,,Apple-მა” საიუბილეო iPhone X-ი წარადგინა, საზოგადოება მისმა ფასმა (1,000 აშშ დოლარი) შოკში ჩააგდო.
თუმცა ახალ „ლაქშერი“ მობილურ ტელეფონთან შედარებით, ეს ფასი ძალიან დაბალია.
დიზაინერებმა შექმნეს Lux iPhone X Ingot-ი, რომელშიც 250 გრამი მყარი ოქროა – მისი ფასი კი – 69,995 აშშ დოლარია.
ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ფირმამ – Brikk, Apple-ის მიერ გასულ კვირას გაკეთებული სიურპრიზის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე მთელი რიგი ახალი ლაქშერი პროდუქტი წარმოადგინა.
რაც შეეხება ოქროს Lux iPhone X Ingot-ის ხაზს, ის რამდენიმე სახის ტელეფონს მოიცავს. ერთს 108 მახასიათებელი აქვს და 108 გრამ 22-კარატიან ოქროს შეიცავს. ხოლო მეორე – 250 მახასიათებელს და 250 გრამ 22-კარატიან ოქროს.
წყარო: http://www.dailymail.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”