იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა რვა ადამიანს ეძებს იმისთვის, რომ მასთან ერთად ელონ მასკის კომპანია SpaceX- ის კოსმოსური ხომალდით, Starship-ით, მთვარეზე იმოგზაურონ.
„პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ამ მოგზაურობას შეუერთდნენ ”, – აღნიშნა მაეზავამ.
შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი 14 მარტამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტებს სამედიცინო შემოწმების გავლა და მაეზავასთან გასაუბრება მოუწევთ.
Starship-ის ორი უახლესი პროტოტიპი ტესტირების დროს აფეთქდა, თუმცა 45 წლის მაეზავა აცხადებს, რომ მას Starship-ის უსაფრთხოების სჯერა.
”ელონ მასკი ამბობს, რომ პრობლემა არ არსებობს და მე მისი მჯერა,” – აღნიშნა მაეზავამ.
აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მთელ ხარჯს იუსაკუ მაეზავა დაფარავს. ის ამ ხარჯის რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის აღემატება თანხას, რომელიც ჟან-მიშელ ბასკიას ნახატში გადაიხადა, ანუ 110 მილიონ აშშ დოლარს.
მთვარეზე მოგზაურობის დაწყებას მაეზავა 2023 წელს გეგმავს.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”