„SEO“ ოპტიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც უდიდესი როლი აქვს ვებგვერდისა და კონკურენტების ანალიზს. იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ და დავინახვოთ მიმდინარე შედეგი, გვჭირდება ხელსაწყოები, რომელებიც დაგვეხმარება იმის ანალიზში თუ რამდენად ეფექტურად ვმუშაობთ „SEO“ ოპტიმიზაციაზე.
გთავაზობთ 8 უფასო ხელსაწყოს, რომელიც წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია.
- „Google Analytics-ი“ „Google-ის“ უფასო ხელსაწყოა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ. რა არხებიდან შემოდიან ვებგვერდზე მომხმარებლები, რას ნახულობენ, რამდენ დროს ატარებენ საიტზე.
- „Google Webmaster Tools-ი“ ტექნიკურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის მიმდინარე პოზიციის შესახებ. როგორ აინდექსირებს ვებგვერდს ,,Google-ი“ და რეკომენდაციებს მიმდინარე პრობლემების გამოსასწორებლად.
- „Open Site Explorer“ – „MOZ-ის“ ამ ხელსაწყოს უფრო სპეციფიკური ფუნქცია აქვს ,,ანალიტიქსთან“ შედარებით. აანალიზებს ბმულებს ვებგვერდზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკურენტების ტაქტიკა და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგია.
- „Google keyword Planner-ით“ ზუსტად გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ეძებს Google-ში კონკრეტულ სიტყვებს. მივიღებთ იდეებს კონკრეტულ სიტყვებსა და ფრაზებთან მიმართებაში.
- „MOZ’s Keyword Explorer – ი“ კონკრეტული რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს თუ რომელი ქივორდები გამოვიყენოთ.
- „SEMRush -ს“ აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო ვერსიაც. პროგრამა გვეხმარება ჩვენი და კონკურენტების პოზიციების განსაზღვრაში.
- „QuickSprout“ – „SEO“ აუდიტისთვის საუკეთესო ხელსაწყოა.
- „SERPs Rank Checker-ის“ საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქივორდები, ფრაზები. შევადაროთ კონკურენტებს.
წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“
გაზიარება: