close
არქეოლოგიაბიოლოგიაისტორია

88 წლის წინ ჩინეთში ნაპოვნი თავის ქალა შესაძლოა ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნოდეს

ჩინელმა მეცნიერებმა 88 წლის წინ აღმოჩენილი თავის ქალა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავის ქალა 1933 წელს, ხარბინში ხიდის მშენებელმა იპოვა. მაშინ ქალაქი იაპონური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. კაცს ეჭვი ჰქონდა, რომ მის აღმოჩენას კულტურული ღირებულება აქვს და თავის სახლში, ჭის ფსკერზე დამალა, სადაც ის 80 წლის განმავლობაში ინახებოდა. კაცმა ამ ამბის შესახებ ოჯახს თავისი სიკვდილის წინ უამბო, მათ კი თავის ქალა მეცნიერებს გადასცეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თავის ქალა აღმოსავლეთ აზიაში სულ მცირე 146 ათასი წლის წინ მცხოვრებ 50 წლის კაცს ეკუთვნის. ახალ სახეობას Homo longi („ადამიანი-დრაკონი“) დაარქვეს. ევოლუციური თვალსაზრისით, ის თანამედროვე ადამიანის უახლოესი ნათესავია. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ და Homo longi უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებულია ​Homo sapiens-თან ვიდრე ნეანდერტალელებთან.

ადამიანი-დრაკონი“ სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა

„აღმოჩენა კაცობრიობის ცალკეულ შტოს წარმოადგენს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში ვითარდებოდა და ბოლოს გადაშენდა. ბოლო მილიონი წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამარხი ნეშტია“, – განაცხადა ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის პროფესორმა კრის სტრინგერმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0