არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასხივებენ ისეთი დონის მაგნიტურ მიმზიდველობას, რომელიც თითოეული პიროვნების ყურადღებას იპყრობს. ამ უკანასკნელთ სურთ, რომ მიემსგავსნონ თავიანთ ეტალონს, შეძლონ მათთან მეგობრობა, მიაღწიონ მათ მიერ აღიარებას, ან -დაიკავონ მათი ადგილი. არსებობს ცხრა ხრიკი, რომელიც დაეხმარება ზემოაღნიშნულ ადამიანებს იმაში, რომ გახდნენ მათი რჩეულის მსგავსნი.
იმიჯი(ინდივიდუალურობა)
პიროვნებას სჭირდება იმიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს თავის ინდივიდუალურობას და გამოარჩევს სოციუმისგან. მეტიც, საჭიროა, უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება. სწორედ ეს უკანასკნელნი ეხმარებიან ადამიანს, რომ გახდეს გამორჩეული და თავი უცხოებსაც კი დაამახსოვროს. სულაც არაა საჭირო, რომ იყო ლამაზი, რადგან ინდივიდუალურობა შესახედაობით არ განისაზღვრება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნიკალურობა შესაძლოა ყველაზე შეუხედავ ადამიანშიც კი იყოს. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი თვისებები ყოველ მოძრაობაში, ჟესტში, სახის გამომეტყველებაში ჩანს. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური. იმიჯი ერთგვარი სტილია, რომელიც ყველა ადამიანის პიროვნულ თვისებას განსაზღვრავს. მაგალითი ამისა ბევრია:
- ჩარლი ჩაპლინი – ულვაში, სმოკინგი, ხელჯოხი;
- ტილდა სუინტონი – ასექსუალობა, არანაირი მაკიაჟი;
- უინსტონ ჩერჩილი – სიგარა;
- იოსებ სტალინი – ულვაში, ჩიბუხი, აქცენტი;
- ადოლფ ჰიტლერი – ორიგინალური ფორმის ულვაში, ინტონაცია;
- დიტა ფონ ტიზი-წითელი პომადა, 40-იანების ჩაცმის სტილი;
- მერლინ მონრო-გამოკვეთილი ქალური ფორმები, თმის ფერი;
- სალვადორ დალი-ულვაში, სახის გამომეტყველება.
ოცნება/მიზნები
რათა საზოგადოებას გავუღვივოთ სურვილი იმისა, რომ გვემსგავსნონ ჩვენ, პატივი გვცენ და გააღმერთონ ჩვენი პიროვნული თვისებები, საჭიროა ჩვენში არსებობდეს მიზანი არსებობისა. ამ უკანასკნელში ბევრი რამ მოიაზრება, კერძოდ, ამბიციები, მიზნები, ოცნებები, რომლებიც ხორციელდება, სურვილი იმისა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს და ა.შ. ესაა ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ოცნების გარეშე ემსგავსება წიგნს, რომელშიც არ დევს დედააზრი. ჩნდება კითხვა: იარსებებს კი სურვილი იმისა, რომ აღნიშნული წიგნი წავიკითხოთ? პასუხი მარტივია.
თავდაჯერებულობა
იმისთვისç რომ ვიყოთ თავდაჯერებულნი, საჭიროა, არსებობდეს ჩვენში ქარიზმა. მხოლოდ მამაც ადამიანს შეუძლია პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება, ოცნებების ახდენა და მიზნებს მიღწევა. მხოლოდ საკუთარი თავის ნდობით, საკუთარი ძალისხმევით, შრომითაა შესაძლო წარმატების მიღწევა. ასეთ ადამინს შეუძლია დაეხმაროს სხვებსაც, მათი გასაგები ენით აუხსნას ყოველივე და გზა გაუკაფოს წარმატებისკენ. ყველა, ვინც კი თავდაჯერებული პიროვნების გარშემო ტრიალებს, გრძნობს ამ ხასიათს, რადგან იგი ჩანს, როგორც საუბრის მანერაში, ასევე ქმედებებშიც. რათა ლაპარაკის დროს უკეთ წარმოვაჩნოთ თავდაჯერებულობა, უკეთესი იქნება რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგი ფრაზები: ვიმედოვნებ, სავარაუდოდ, ალბათ და სხვ.
კამათის დავიწყება
გაუჩნდება კი ვინმეს სურვილი, რომ მიბაძოს ისეთ ადამიანს ვინც სულ წუწუნებს ან კამათობს? რა თქმა უნდა, არა! ქარიზმულ ადამიანი მუდამ პოზიტიურად განწყობილი უნდა იყოს. კრიტიკა, წუწუნი, ჩივილი, კამათი მისთვის უცხოა. სწორედ ამ უკანასკნელ ქმედებებს შეუძლია ადამიანის ნეგატიურად დამუხტვა და წარმატებისკენ სწრაფვის შენელება. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას, უნდა გავიღიმოთ, რადგან იგი გვეხმარება სამყაროს, საკუთარი არსებობის უკეთესობისკენ შეცვლაში.
საუბარი ხელებით
ხელების გამოყენება საუბრის ხელს უშლის ორატორს, რომ წარმოაჩინოს თავდაჯერებულობა. თითოეული ქმედება უნდა იყოს განსაზღვრული იმისთვის, რომ მსმენლის ყურადღება არ გაიფანტოს. სხეულის ნაწილების გამოყენება კი ხელს შეგვიშლის იმაში, რომ საკუთარი აზრი ნათლად ჩამოვაყალიბოთ. კარგი იქნება, რომ საკუთარი თავები წარმოვიდგინოთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ამპლუაში და მოვიქცეთ ისე, თითქოს წითელ ხალიჩაზე მივდივართ.
კარგი მეზღაპრე
ცნობილია, რომ ადამიანთა უმეტესობას სჯერა იმის, რომ იყო ამბის კაგრი მთხრობელი – ნამდვილად ღვთის საჩუქარია. ეს სულაც არ არის ასე, რადგა ზემოაღნიშნული ქმედება არაა ტალანტი. მეზღაპრეობა უბრალო უნარია, რომლის გამომუშავებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. საჭიროა თავდაჯერებულობა აქაც ვახსენოთ, რადგან ის საუბრის მანერის აუცილებელი კომპონენტია. საყურადღებოა იუმორის გრძნობაც, რომელიც ამბავს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. კარგი იქნება, თუ ისტორიის თხრობისას თვითირონიულობასაც დავურთავთ, რადგან იცინო საკუთარ სუსტ მხარეებზე, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს მინუსები გამოსწორდეს, არ უნდა დავივიწყოთ ემოცია, სხეულის ენა და პოზიტიურობა. გული არ გაიტეხოთ იმიტომ, რომ ვიღაცას თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი ან ხუმრობა არ მოსწონს.
არ იყურო აქეთ-იქით
ცუდია, როცა ვინმეს ესაუბრები და მას არ უყურებ. ეცადე აღნიშნულ პიროვნებას ყოველთვის თვალებში უყურო. ხანდახან ერთ გამოხედვასაც კი შეუძლია გამოასხივოს ათასგვარი ემოცია, წამოთქვას წარმოუთქმელი სიტყვები. გქონდეს თვალთა კონტაქტი მოსაუბრესთან აუცილებელი რამაა, რათა გამოიჩინო ყურადღება და აგრძნობინო მოსაუბრეს, რომ დაინტერესებული ხარ მისი მონათხრობით. აუცილებელია საუბრის დროს თავი ავარიდოთ ტელეფონის გამოყენებას.
ისწავლე სხვების მოსმენა
საჭიროა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი და არსებობს მილიონობით სხვადასხვა აზრი. ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი ინტერესდება სხვათა შეხედულებებითაც. მოუსმინო სხვას ყურადღებით – ერთგვარი კულტურაა. იყო კარგი მსმენელი – დაარწმუნებს სხვებს საკუთარი თავის საჭიროებაში. რა თქმა უნდა, ყოველ სიტყვას ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ მოლაპარაკეს სახელის დამახსოვრებაც კი მნიშვნელოვანია.
სარკის ეფექტი
სარკის ეფექტი არის ადვილი ხერხი იმისთვის, რომ დახვეწო სახის გამომეტყველება, საუბრის მანერა, ინტონაცია. ეს საშუალება ამართლებს, რადგან დაფუძნეულია ნარცისიზმზე. ეს ხერხი ამართლებს მაშინაც, როცა სხვა პიროვნებების მიმიკების დამახსოვრება გვსურს. მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე ცნობილი პიროვნება მოგვწონს და მისი სახის გამომეტყველების შეძენა გვინდა.
დაბოლოს, ის რაც შენშია, ინდივიდუალური თვისებები, გხდის მეტად მიმზიდველს, მომხიბვლელს, ძლიერსა და დასამახსოვრებელს.
წყარო: brightside.me
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”