close
საქართველო

როგორ ჩავერთოთ სამეცნიერო სფეროში?

,,ახალგაზრდები და მეცნიერება – როგორ ჩავერთოთ მეცნიერებაში?”- ეს იყო ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ ,,დოქტრინას” მორიგი შეხვედრის თემა.
პროექტებზე, ჩართულობასა და გეგმებზე კი ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების კოორდინატორმა – ნატო სამხარაძემ ისაუბრა.
შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის ნაწილია. ძირითადი მიმართულებები კი სამია – ,,სამეცნიერო პიკნიკი”,  ,,სამეცნიერო კაფე” და ,,ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები”.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ,,სამეცნიერო პიკნიკია”, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, წელს რიგით მე-6 ,,სამეცნიერო პკნიკი”  30 სექტემბერს  ჩატარდება. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა კარავია განთავსებული, რომლებშიც სამეცნიერო მიმართულებების შესახებ არსებული ინფორმაციაა თავმოყრილი. მაგალითად, არხსებობს ქიმიის კარავი, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა ქიმიურ ცდას აჩვენებენ და თავად მათაც აქვთ საშუალება უშუალოდ გახდნენ მარტივი ცდის მონაწილეები.  პროფესორები მოსწავლეებს უხსნიან, რა არის მიზეზი სხვადახვა ქიმიური პროცესის. გარდა ამისა, ცხადდება კონკურსები.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რობოტექნიკისა და ასტრონომიის მიმართულებებია. აქვე არსებობს ბოტანიის, ფიზიკის და სხვა სამეცნიერო მიმართულებების კარავი.

რაც შეეხება ,,სამეცნიერო კაფეს”, ეს არის სტუდენტებისთვის არსებული სივრცე, რომელიც მათ თავისუფლად აძლევს საშალებას იყვნენ მსმენელები ან თავად გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა სამეცნიერო თემაზე არსებულ დისკუსიებს, საჯარო ლექციებსა თუ სემინარებს.

,,სამეცნიერო კაფეში” სტუდენტთა რაოდენობა მზარდია. ,,ილიაუნი” კი არა მხოლოდ თავის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც სთავაზობს თანამშრომლობას. კაფე მე-4 წელია რაც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კი ეკოლოგიისა და მედიცინის მიმართულებებია.

ასევე, მნიშვნელოვამია ,,ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი”, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 100-მდე კლუბია გაწევრიანებული, უმეტესობა კი რეგიონიდანაა. ეს არის სასკოლო სივრცეებში, მასწავლებლების ინიციატივით, შექმნილი ჯგუფები, რომლებიც ,,ილიაუნისთან” თანამშრომლობენ.  ეს ქსელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკული ცოდნა მიიღონ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში.

გარდა ამისა, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პოლონეთის ,,სამეცნიერო პიკნიკში”, წელს 4-მა მათგანმა მიიღო ეს შესაძლებლობა.

როგორც ნატო სამხარაძემ აღნიშნა, პოლონეთის სახით მათ სამეცნიერო მიმართულებას საკმაოდ დიდი დამხმარე ჰყავს.

იგეგმება სამეცნიერო მიამრთულებების კიდევ უფრო დახვეწა,  ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტები კი ყველა უნივერსიტეტისა თუ სკოლისათვის ღიაა.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld