ფილმების მარკეტინგული კომუნიკაცია საკმაოდ თავისებური რამაა, ფილმის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპზე ხორციელდება და ასევე ყოველ ეტაპზე იცვლის თავის ამოცანებსა და საშუალებებს. შემოქმედებითი იდეის განვითარებისას კომუნიკაციის ამოცანები და საშუალებები მკვეთრად განსხვავებულია, რადგან ამ ეტაპზე გაყიდვის საგანი მხოლოდ იდეა, მოსაზრება, სცენარისტის და რეჟისორის წარმოსახვაა, წარმოების შემდგომ ეტაპებზე მარკეტინგული კომუნიკაცია იცვლება და აქტიურად იყენებს იმ ტექსტურ და ვიზუალურ მასალას, რომელიც ფილმის შექმნის დროს დაგროვდა. თუ ფულის სასიცოცხლო ციკლის პირველ და მეორე ეტაპზე მარკეტინგული კომუნიკაციის ამოცანა პერსონალური გაყიდვა და მისი მხარდაჭერაა, წარმოების შემდგომ ეტაპზე ამოცანას ფართო სამომხმარებლო აუდიტორიის მოზიდვა წარმოადგენს.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”