აშშ-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე ჰაკერებმა შეიმუშავეს კიბერიარაღი, რომელსაც აქვს პოტენციალი, გაანადგუროს ელექტროსისტემები, რომელზეც ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, მავნეპროგრამა CrashOverride-ს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ენერეგოსისტემა აქვს განადგურებული – უკრაინაში, დეკემბერში. ამ ინციდენტის დროს ჰაკერებმა კიევში წარმოებული ელექტროენერგიის ერთიმეხუთედი დახურეს.
Dragos- ის (კიბერფირმა, რომელმაცშეისწავლა მავნე პროგრამა) საფრთხის დაზვერვის დირექტორმა – სერგეი კალტაგირონმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოდიფიკაციების საშუალებით CrashOverride -ი შესაძლოა აშშ-ის ელექტროგადამცემი და სადისტრიბუციო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენონ.
მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთის მთავრობის ჰაკერებმა უკვე გამოიჩინეს ინტერესი აშშ-ის ენერგეტიკული და სხვა კომუნალური სისტემების მიმართ. ,,ეს გახლავთ კულმინაცია ათწლეულის განმავლობაში გაჩენილი თეორიისა და თავდასხმის სცენარებისა. ეს არის თამაშის ჩეინჯერი,” – განაცხადა კალტაგირონმა.
აშშ-ის მთავრობა იძიებს რუსეთის ხელისუფლების ფართომასშტაბიან, ამბიციურ მცდელობას, ხელი შეეშალა შარშან გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ზეგავლენა მოეხდინა მის შედეგებზე.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კამპანია სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, მათ შორის, ასობით პოლიტიკურ და სხვა ორგანიზაციაზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელებას.
Dragos- მა დაასახელა ჯგუფი, რომელმაც მავნე პროგრამა შექმნა და დარწმუნებით განაცხადა, რომ Electrum-ი იმავე კომპიუტერულ სისტემას იყენებდა, რასაც ჰაკერები, რომლებიც თავს დაესხნენ უკრაინულ ელექტრობადეს 2015 წელს. ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც 225,000 მომხმარებელი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა, რუსეთის მთავრობის ჰაკერების მიერ იყო განხორციელებული.
„იმავე რუსულმა ჯგუფმა, რომლის სამიზნეც 2014 წელს აშშ-ის ინდუსტრიული კონტროლის სისტემები იყო, უკრაინაში 2015 წელს გათიშა ელექტროენერგია,“ – განაცხადა კიბერ დაზვერვის ფირმის -iSight Partners-ის დაზვერვის ანალიზის დირექტორმა – ჯონ ჰალთქუისთმა. მისი ინფორმაციით, ჰაკერების ეს ჯგუფი Sandworm-ი იყო. „დარწმუნებული ვართ Sandworm-ი დაკავშირებული არის რუსეთის ხელისუფლებასთან – თუმცა დანამდვილებით არ ვიცით, ისინი კონტაქტორები არიან თუ მთავრობის ოფიციალური პირები. მიგვაჩნია, რომ ისინი უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული,“ – განაცხადა ჰალთქუისთმა.
Sandworm-ი და Electrum-ი შესაძლოა ორი განსხვავებული ჯგუფი იყოს, რომლებიც ერთი ორგნიზაციის ფარგლებში მოქმედებენ. „სასამართლო მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, განაცხადა რობერტ ლიიმ, Dragos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, თეორიულად შესაძლებელია, რომ CrashOverride-ი გარდაიქმნას ისეთ პროგრამად, რომელიც სხვა სახის სამრეწველო კონტროლის სისტემებზეც, როგორიცაა, წყალი და გაზი, განახორციელებს შეტევას.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”