არსებობს ძველი ამბავი ქიმიკოსზე, ფიზიკოსსა და ეკონომისტზე, რომლებიც უდაბნო კუნძულზე იდგნენ და წვნიანის კონსერვის მეტი საჭმელი არაფერი ჰქონდათ. „მოდი, გავაცხელოთ კონსერვის ქილა, სანამ ამოიბერება და გასკდება წარმოქმნილი გაზების შედეგად“, – განაცხადა ქიმიკოსმა. „არა, არა,“ – უპასუხა ფიზიკოსმა, „მოდი ,მოვისროლოთ ქილა ისეთი კინეტიკური ენერგიით, რომ გასკდეს,“ „გამოვიყენოთ ქილის გასახსნელი,“ – თქვა წუთიერი ფიქრის შემდეგ ეკონომისტმა.
ეს გახლავთ მიდგომა, რომელიც ძალიან ჰგავს დარვინისტების მიდგომას სიცოცხლის წარმოშობის მიმართ. დარვინული მუტაციისა და ბუნებრივი სელექციის მექანიზმი განმარტავს ყველაფერს სიცოცხლის შესახებ, თუმცა არა იმას – თუ როგორ დაიწყო ის. დარვინისტები იძულებული არიან ავტორეპროდუქციული უჯრედის არსებობა ივარაუდონ, რომელიც გენეტიკური კოდის სახით ინფორმაციას შეიცავს. კარგია. მაგრამ საიდან მოდის ეს პატარა სასწაული?
ახალი აღმოჩენა პირველი უჯრედის შესახებ კიდევ უფრო მეტ განმარტებას იძლევა. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ გრენლანდიაში აღმოჩენილი ნამარხი შესაძლოა აქამდე აღმოჩენილი სიცოცხლის კვალის უძველესი მტკიცებულება იყოს. Wollongong- ის უნივერსიტეტის გუნდმა ჟურნალ ,,Nature-ში” მათი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ბაქტერიების ცოცხალ კოლონიებს მეცნიერებმა სტრომატოლიტები უწოდეს.
რა არის განსაკუთრებული სტრომატოლიტებში? მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი 3,7 მილიარდი წლისაა ანუ 220 მილიონი წლით უფრო ძველი, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი უძველესი ნამარხი.
„ეს ართულებს ადრეული ცხოვრების ქიმიკატებისგან ევოლუციის ამბავს. ხუმრობის გარეშე! სტანდარტული გეოლოგიის მიხედვით, ეს მიკრობული კოლონიები არსებობდნენ იმ პერიოდის კვალდაკვალ, როდესაც დედამიწა მძიმე ასტეროიდულ „დაბომბვას“ განიცდიდა, რაც მათ პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის. ეს ადრეული თარიღი, ევოლუციის მოსახდენთან შედარებით ცოტა დროს ტოვებს,” – აღნიშნულია ,,New York Time-ში” გამოქვეყნებულ სტატიაში.
თუ სიცოცხლე ასე სპონტანურად და გეგმიურად ვითარდება ასეთი მკაცრი პირობების ქვეშაც კი, მაშინ ის ყველგან უნდა განვითარდეს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს ლაბორატორიაში ქიმიკატისგან ერთი უჯრედის წარმოებაც კი.
დოქტორი სტივენ მეიერი თავის წიგნში – ,,უჯრედის ხელწერა” – განმარტავს, თუ რატომ შეიძლება ეს დარვინიზმის აქილევსის ქუსლი იყოს. იმისთვის რომ ბუნებრივი სელექციის შედეგად ევოლუცია დაიწყოს, საჭიროა ავტორეპროდუქციული უჯრედი. მაგრამ უჯრედი და მისი დნმ-ის პროექტი ძალიან რთულია იმისათვის, რომ შემთხვევითი ქიმიურ რეაქციების შედეგად წარმოიშვას. შანსი, რომ თუნდაც ერთი პროტეინი შემთხვევით წარმოიშვას, ასტრონომიულია.
მეიერი და სხვა ინტელექტუალური დიზაინის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიცოცხლისთვისა საჭირო სტრუქტურები „ვიღაცამ“ უნდა დაგეგმოს და შექმნას. რაც უფრო მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ, მით უფრო ვხვდებით, რომ სიცოცხლე იდუმალებითაა მოცული.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”