მენეჯმენტის სპეციალისტები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ – ისინი დღემდე მუშაობენ, მენეჯერის საქმიანობის განსხვავებულ და საინტერესო მედელებს ქმნიან. თითოეულ მოდელში „აღმოვაჩენთ“ ხოლმე მენეჯერის პროფესიაში ჩვენთვის ახალ, ამ მომენტამდე გაუცნობიერებელ ასპექტს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით არცერთი მოდელი საშუალებას არ გვაძლევს, მენეჯერის პროფესია სრულყოფილად აღვწეროთ, პრობლემის სირთულეზე მეტყველებს.
მენეჯერის პროფესიის აღწერისას უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა არის საერთო დარგებში მართვის განსხვავებულ დონეებზე მყოფ მენეჯერთა და სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე მენეჯერთა საქმიანობაში.
თითქოს პარადოქსულიც კია, მაგრამ უფრო ადვილია განსხვავებების აღწერა სხვადასხვა მენეჯერის საქმიანობაში, ვიდრე საერთო „ბირთვის“ სრულყოფილი გამოყოფა. მაინც, რატომაა ეს პრობლემა საინტერესო? ამ კითხვაზე მრავალგვარი პასუხი შეიძლება გავცეთ. მაგალითად, შეუძლებელია, მოამზადო პროფესიონალი მენეჯერი მხოლოდ ცალკეული „საგნების“, თუნდაც ღრმა ცოდნის, საფუძველზე. ბიზნესსკოლებში მენეჯერის მომზადების პროგრამის ფუნქციური დანიშნულება მენეჯერის პროფესიის ათვისებაა. ამ თვალსაზრისით, საგნების ცოდნა აუცილებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი პირობაა.
წყარო: Hbr.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“