ამერიკელები, ერთი მხრივ, არ იყვნენ დიდი კორპორაციბის წინააღმდეგნი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი პოლიტიკურ დონეზე ყოველთვის უნდობლობით იყვნენ განწყობილნი ეკონომიკური ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირების მიმართ.
კერძოდ, ,,Standard Oil-ისა” და სხვა მსხვილი კორპორაციების მხრიდან მცირე ზომის კომპანიების შთანთქმების და ბაზრის მონოპოლიზირების მცდელობების შედეგად გაჩნდა შერმან–კლეიტონის ანტიმონოპოლიური კანონი. გაერთიანებების ტალღა სახელმწიფომ შეაჩერა. ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსის“ დაწყებას წარმოების სტრუქტურაში ის ცვლილებები მოჰყვა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, რეიგანის ოთხმოციანებამდე იყო გაბატონებული, როდესაც მასიური შთანთქმების ახალი ტალღა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა – საფრანგეთი, იტალია და ტაივანი, სადაც სუსტი იყო საშუალო ზომის ორგანიზაციები, სახელმწიფოს ჩარევა მსხვილი კორპორაციების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული, აშშ–ში კი, პირიქით – ჩარევის ძირითადი მიზანი ასეთი გაერთიანებების შეკავება იყო. ამერიკული კომპანიების სტიქიური ტენდენცია იყო არა დაშლა და დანაწევრება, არამედ ზომების გაზრდა იმ დონემდე, რომლის დროსაც ბაზრის მონოპოლიზაცია ან მასშტაბის ეფექტი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრად ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”