close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

კვლევა: რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი სხვა პლანეტის კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას?

 

უნივერსიტეტის სტუდენტები პეკინში ფოლადის კარის ბუნკერებში ჩაიკეტნენ, რათა გაერკვიათ, რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი სხვა პლანეტის კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას.

სტუდენტების ინიციატივა იმ პროექტის ნაწილია, რომელიც დამოუკიდებელი ეკოსისტემის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფრის წარმოქმნას, რაც ადამიანის გადასარჩენადაა საჭირო.

პეკინის უნივერსიტეტის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი კვირას ლონარ პალას 1-ში შევიდა და იქ 200 დღის განმავლობაში დარჩება.

სტუდენტების განცხადებით, ისინი მოხარული არიან, რომ ადამიანი გვინეის-ღორების ფუნქცია შეასრულონ, თუკი ეს მათ თავიანთ ოცნებასთან  – გახდნენ ასტრონავები – დააახლოვებს.

პეკინის უნივერსიტეტის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის უნივერსიტეტის პროფესორი ლუ ჰონგი აცხადებს, რომ კარგად გათვალეს ყველაფერი, რაც ადამიანის გადარჩენისთვისაა საჭირო.

„ჩვენ ისე გავთვალეთ, რომ ჟანგბადი (სადგურის მცენარეების მიერ წარმოებული) საკმარისია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ადამიანები, ცხოველები და ორგანიზმები, რომლებიც ნარჩენებს ანადგურებენ”, – განაცხადა მან.

„მაგრამ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ექსპერიმენტის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამდენი ხნის განმავლობაში მცირე სივრცეში დატუსაღების ფსიქიკური ზემოქმედების დიაგრამის შექმნა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისინო შეიძლება დეპრესიულები გახდნენ, როცა ადამიანი ასეთ ხანგრძლივ დროს ასეთ გარემოში ატარებს, მას შესაძლოა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნას,”  – დასძინა ლუმ.

მეცნიერები დააკვირდებიან, როგორი რეაქცია ექნებათ სტუდენტებს ამ 200 დღის მანძილზე მზის სხივის გარეშე ცხოვრებაზე.

 

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld