close

ცნობილია, რომ ბუნებაში სქესის შეფარდება, როგორც წესი, არის 1:1, საშუალოდ, 102 დაბადებულ ვაჟზე 98 გოგო იბადება. თუ მივიჩნევთ, რომ სქესი განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი სქესის ინდივიდები უნდა იყვნენ ჰერეოზიგური, მეორე კი – ჰომოზიგოგიტური, რადგან მათი შეჯვარებისას მიიღება დათიშვა 1:1.

მე-20 საუკუნეში წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ სქესის განსაზღვრა დამოკიდებულია სასქესო ქრომოსომებზე, ესენია X და Y ქრომოსომები. (Y ქრომოსომის აღნიშვნა შემოიტანა ვილსონმა.) დანარჩენ ქრომოსომებს, რომლებიც ერთნაირია ორივე სქესის წარმომადგენელში ავტოსომურ ქრომოსომებს უწოდებენ. მათ ჰაპლოიდური ნაკრები ეწოდება და აღინიშნება A ასოთი. გამოყოფენ სქესის განსაზღვრის 4 ტიპს. პირველი ტიპში მდედრობითი სქესი ჰომოგამეტურია:XX, მამრობითი კი ჰეტეროგამეტური:XY, ამ ტიპის სქესს მეკუთვნებიან ძუძუმწოვრები, მათ შორის  – ადამიანი, აგრეთვე დროზოფილა და ა.შ.

მეორე ტიპია XX მამრები და XY მდედრები, რომლებსაც მიეკუთვნება ფრინველები, პეპლები, ორსახლიანი მცენარეები. მესამე ტიპია XX მდედრები, X0 მამრები, ამ ტიპში გაერთიანებულია კალიები. მეოთხე ტიპია მამრი XX და მდედრი X0, ამ ტიპს მიეკუთვნება ჩრჩილი.

ორგანიზმში ნიშანთა მემკვიდრეობის შესწავლილას აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ნიშანი თავისებური კანონზომიერებით გადადის მშობლებისგან შვილებში, მათი მემკვიდრეობითობა დამოკიდებულია იმაზე, ინდივიდი ჰომოგამეტურია თუ ჰეტეროგამეტური. ასეთი ნიშნების შესწავლისას მორგანმა დაადგინა კავშირი გარკვეულ გენებსა და სასქესო ქრომოსომებს შორის და ამით საფუძველი ჩაუყარა მემკვიდრეობითობის ქრომოსომულ თეორიას.

მორგანი ცდებს ატარებდა დროზოფილაზე, მან გამოავლინა, რომ ის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ სქესთან დაკავშირებულ მემკვიდრეობითობას, ლოკალიზებულია X ქრომოსომაში. მორგანმა თეთრთვალება მდედრი დროზოფილა შეაჯვარა წითელთვალება მამრს. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა ჯვრული მემკვიდრეობითობა. პირველი თაობის ყველა მამრი თეთრთვალება აღმოჩნდა, ხოლო მდედრი კი – წითელთვალება. სხვაგვარი იყო სიტუაცია, როდესაც ჩატარდა რეციპროკული შეჯვარება -თეთრთვალება მამრი შეაჯვარეს წითელთვალება მდედრს. ამ შეჯვარებისას F1 თაობაში ყველა შთამომავალი წითელთვალება იყო. F2 თაობაში გაჩნდნენ წითელთვალება და თეთრთვალება მამრები და წითელთვალება მდედრები. ამ ორი ტიპის შეჯვარების განსხვავებული შედეგები აიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თეთრთვალება თაობის წარმომქნელი რეცესიული მუტაცია (w) და მისი ნორმალური ალელი (W), რომელიც განაპირობებს პიგმენტის განვითარებას, ლოკალიზებულია დროზოფილის X ქრომოსომაში. ასეთი მემკვიდრეობითობისას Y ქრომოსომას არ აქვს w ან W ალელები. ეს ანალიზი ნათელს ხდის, რომ თეთრთვალება და წითელთვალება ნიშნის მემკვიდრეობითობა სქესთან არის შეჭიდული. მორგანმა ასევე აჩვენა, რომ გენები ქრომოსომებშია მოთავსებული.

 

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld