,,დოქტრინა” გთავაზობთ 35 რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება და საკუთარი მიზნები რეალობად აქციოთ.
1. შეიძინეთ ახალი პროფესია ან სპეციალობა;
2. მოაწყეთ უჩვეულო ტურისტული მოგზაურობა (მაგ. ლაშქრობები, ექსკურსიები);
3. ისწავლეთ ახალი უცხო ენა;
4. დაიწყეთ სიარულისპორტულ დარბაზში;
5. შეადგინეთ მკაცრი დღის განრიგი და მიჰყევით მას;
6. დანერგეთ 3 სასარგებლო ჩვევა;
7. თავი დაანებეთ მოწევას (თუ ეწევით), ან არაჯანსაღ კვებას (ფასტფუდი);
8. გადალახეთ შიშის ფაქტორი (პარაშრუტით ხტომა, დაივინგი და ა.შ.)
9. გაემგზავრეთ 3 ახალ ქვეყანაში;
10. წაიკითხეთ კვირაში მინიმუმ 1 წიგნი;
11. შეიქმენით საკუთარი ვებგვერდი ან ბლოგი;
12. განახორციელეთ ბიზნესიდეა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ;
13. ცნობილ ადამიანთა შორის აირჩიეთ ერთი ადამიანი, ვისაც გსურთ რომ მიბაძოთ;
14. მოიკითხეთ ან/და საყვარელი ადამიანები ყოველ დღე;
15. თავიდან ისწავლეთ საგანი, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ სკოლის ან ინსტიტუტის პერიოდში;
16. იყიდეთ ძვირფასი ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ;
17. შექმენით თქვენ ირგვლივ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი;
18. გამოიმუშავეთ თანხა, რომელიც ტოლია __________.
19. გაუშვით ცხოვრებიდან ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გამძიმებთ;
20. გამორთეთ მობილური ტელეფონი 2 დღით და უბრალოდ დაისვენეთ:
21. დაწერეთ 50-გვერდიანი წიგნი საკუთარ გამოცდილებაზე;
22. გაიცანით ვინმე ქუჩაში;
23. შეაგროვეთ თანხა და დაეხმარეთ უპატრონო ბავშთა სახლს;
24. აითვისეთ გაყიდვების მენეჯერის პოზიცია – დაურეკეთ 50 უცნობ ადამიანს და შეეცადეთ თქვენი პროდუქტის გაყიდვა;
25. გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან;
26. იპოვეთ ჰობი, რომელსაც თქვენს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისწავლეთ ხატვა, ან დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე.
27. გაიარეთ კურსები ბიზნესში, მარკეტინგში, გაყიდვებსა ან სოციალურ მედია მენეჯმენტში. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის დაწყებაში და შემდგომ განვითარებაში;
28. ძილი – არანაკლებ 8 საათი დღეში;
29. გაწევრიანდით ბიზნესკლუბში ან სავაჭრო პალატაში და გაიცანით უამრავი ბიზნესმენი;
30. ეწვიეთ უჩვეულო რესტორანს;
31. ჩაატარეთ პრეზენტაცია 50 ადამიანის წინაშე;
32. დაეხმარეთ სრულიად უცნობ ადამიანს;
33. დაარეგისტრირეთ თქვენი კომპანია;
34. ყოველდღიურად წაიკითხეთ მსოფლიოს ახალი ამბები;
35. გაწერეთ თქვენი ცხოვრების მისია და ეტაპები, რომლებიც უნდა გადალახოთ;
მთავარია, რომ ამ დასახული მიზნების ნახევარზე მეტი შეასრულოთ – თუ თქვენ ამას შეძლებთ, საკუთარი თავითაც და შედეგითაც კმაყოფილი დარჩებით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”