close
მსოფლიორობოტექნიკა

რობოტმა ფუკუშიმაზე მდნარი ბირთვული საწვავი აღმოაჩინა

დისტანციურად მართვადმა წყალქვეშა რობოტმა – Little Sunfish-მა, იაპონიაში,  ფუკუშიმაზ,ე მდნარი ბირთვული საწვავის პირველი გამოსახულებები გადაიღო.

მკვრივი, ლავას მსგავსი ქვები და ბელტები მის რეაქტორ 3-ში ჩანს.

თუკი ეს ფაქტი დადასტურდება,  ეს იქნება გაწმენდითი ოპერაციის ძირითადი ეტაპი.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური ცუნამის შედეგად 2011 წელს დაზიანდა.

წყალდიდობის შემდეგ სამი რეაქტორი დაზიანდა. ბირთვული დაბინძურების გამო,  200 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

დაზიანებული რეაქტორების ნაწილები  რადიაციულად კვლავ უკიდურესად დაბინძურებულია და მის გაწმენდაში რობოტები კი გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

თითოეულ დაზიანებული რეაქტორში საწვავის ნარჩენების არსებობა ექსპლუატაციიდან გამოსვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც, სავარაუდოდ, ათეულობით წელი დასჭირდება.

Tokyo Electric Power Company (Tepco)-მ განაცხადა, რომ რობოტ Little Sunfish -გან პარასკევს მიღებული გამოსახულებები მდნარი საწვავის ნიშნის პირველი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა 2011 წლის კატასტროფის შემდეგ.

რობოტის ირგვლივ ყინულის ლოლუას მსგავსი ობიექტებიც ჩანს, რომელიც რეაქტორის წნევის რეზერვუარის ფსკერზეა მიმაგრებული.

კომპანიის ინფორმაციით, ნივთიერების ანალიზის ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება.

 

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid