close
მსოფლიოტექნოლოგიები

აშშ-ის ერთ-ერთ კომპანიაში თანამშრომლებს მიკროჩიპებს ჩაუდგამენ

 უისკონსინის შტატის ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანია აშშ-ში პირველი იქნება, რომელიც თავის თანამშრომლებს მიკროჩიპის იმპლანტებს ჩაუდგამს. უახლოეს მომავალში, 50 თანამშრომელი, რომელსაც ექნება სურვილი, დაიჩიპება.

ეს ინიციატივა არაა სავალდებულო ,,Three Square Market-ის“ (32M) თანამშრომელთათვის. მსურველებს კი, რადიოსიხშურული იდენტიფიკაციის ჩიპები ხელში, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის ჩაუმაგრდებათ.

ჩიპები ძალიან პატარაა – ფაქტობრივად, ბრინჯის მარცვლის ზომის. ხელმძღვანელების თქმით, ისინი ოფისის თანამშრომლებს საქმეებს გაუმარტივებს და თითქმის ყველაფრის მოგვარება ხელიდან მომდინარე ტალღებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, გაყიდვები, კარის გაღება, ოფისის კომპიუტერში შესვლა, ბიზნესბარათების გაზიარება, გადახდა და ა.შ.

ეს იმპლანტები ახლახან გამოჩნდა ბაზარზე და პირველი შვედური კომპანია იყო, რომელმაც ის თანამშრომლებს ჩაუყენა, თუმცა, ეს ინიციატივა კიდევ უფრო ფართო გახდა აშშ-ში რეგისტრირებულ ამ კომპანიაში.

როგორც ირკვევა, თანამშრომელთა ნაწილმა კატეგორიული უარი განაცხადა ,,დაჩიპვაზე“, საბოლოოდ კი, ნახევაზრ მეტი დასთანხმდა ამ შეთავაზებას. მათ, ვინც იმპლანტს ჩაიდგამს, გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, მისი ამოღებაც შეეძლებათ,

თითოეული ჩიპის ღირებულება დაახლოებით 300 დოლარია.

 

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid