close
საქართველოტექნოლოგიები

ტურისტებისთვის გურიის შესახებ მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ტურისტებისთვის გურიის შესახებ მობილური აპლიკაცია შეიქმნა, სადაც ამ რეგიონის ტურისტული ძეგლებისა და იქ არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. უფრო კონკრეტულად კი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის შესახებ.

ამ ეტაპისთვის, რუკაზე დატანილია 400-მდე ობიექტი და 9 ტურისტული მარშრუტი. აპლიკაცია მოგზაურს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მიმართულებები მოცემული ადგილიდან შერჩეულ ობიექტამდე.

აპლიკაცია ჯერ დახვეწების პროცესშია. ჯერ მხოლოდ ქართულ ენაზეა და ინგლისური და რუსული ვერსიების შექმნაც იგეგმება.

მობილური აპლიკაცია ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ -ფარგლებში მოამზადა.

აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ „ანდროიდის“ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არსებობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld