2001 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მშვიდობის კორპუსი (ინგ. Peace Corps) მუშაობს, რომლის მიზანიც მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობაა.
მშვიდობის კორპუსმა საქმიანობა საქართველოში პირველად ინგლისური ენის სწავლების პროგრამით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი მოხალისე პედაგოგები რეგიონების საჯარო სკოლებში წყვილში ასწავლიან ინგლისურ ენას. ეს პროგრამა დღესაც წარმატებით მუშაობს და ჯამში 2 000-მდე მოხალისემ შეიტანა წვლილი ქართველი მოზარდებისა და მასწავლებლების საკომუნიკაციო ინგლისური ენისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაში და რესურსების განვითარებაში.
გარდა ამისა, მშვიდობის კორპუსი სხვა ორ პროგრამასაც განახორციელებს საქართველოში. ამ თემებზე სასაუბროდ ,,დოქტრინა“ საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორს – სტეფ სმიტს დაუკავშირდა.
-უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, ორგანიზაციის მიზნებსა და მისიაზე რომ ვისაუბროთ – კონკრეტულად რა მიმართულებებით ხართ დაინტერესებული?