ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ტაიმსის“ (Times Higher Education World University Rankings) მსოფლიოს უნივერსიტეტების 2018 წლის რანჟირებაში მსოფლიოს საუკეთესო 1500-ზე მეტ გლობალურ-კვლევით უნივერსიტეტს შორის 1001+ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რანჟირების მიხედვით, ის მსოფლიოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5 პროცენტშია.
რეიტინგი სხვადასხვა კომპონენტის საფუძველზე დგება – ყველაზე მაღალი შეფასება თსუ-მ საერთაშორისო ცნობადობის კუთხით მიიღო. სხვა კომპონენტები იყო – სწავლება, კვლევა (სამეცნიერო საქმიანობა), კვლევების გავლენა და ინდუსტრიული შემოსავალი.
,,თაიმსის” რანჟირება მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ რანჟირებადაა მიჩნეული, რომელსაც 14-წლიანი გამოცდილება უდევს საფუძვლად.
აღსანიშნავია, რომ თსუ უკვე ზედიზედ მოხვდა ამ რანჟირებაში და ამ კუთხით, საქართველოსა და რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”