close
მედიცინასაქართველო

,,ექიმობა არის უდიდესი სულიერი განცდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“ – ბადრი ჯალაღონია

  ექიმობა მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. უკვე 35 წელზე მეტია ამ სფეროშია და დღემდე ერთნაირი ენთუზიაზმით ეკიდება ყოველ პაციენტს. როგორც ამბობს, ყოველთვის აინტერესებდა ადამიანი, ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები, ჯამრთელობისა და ავადმყოფობის მიზეზები. პირველად მე-8 კლასში მიხვდა, რომ სურდა, ეს ურთულესი გზა აერჩია – ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო. ხშირად სრულიად უანგაროდ მკურნალობს, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. უფრო ვრცლად ბადრი ჯალაღონიას შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

-ექიმობა ურთულესი პროფესიაა – ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როგორ მოხვდით ამ სფეროში?

-პატარაობიდანვე მაინტერესებდა მეცნიერება და მედიცინა. სოხუმში სკოლის დამთავრების შემდეგ, ეკატერინბურგის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ინსტიტუტის შემდეგ ქირურგ-ონკოლოგად ვმუშაობდი. მომდევნო პერიოდში დავიწყე სამეცნიერო მოღვაწეობა – მეცნიერმუშაკად ვმუშაობდი ქალაქ სოხუმის ექსპერიმენტარული თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტარული ონკოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის განხრით ვიკვლევდი სიმსივნურ წარმონაქმნებს ექსპერიმენტალურ ცხოველებზე (მაიმუნებზე, ლაბორატორიულ ვითაგვებზე, თაგვებსა და ბოცვერებზე). აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის ინსტიტუტი იმ დროისათვის მსოფლიოში სულ ორი იყო – ერთუ ამერიკაში და მეორე საქართველოში – კერძოდ, სოხუმში.

ომის შემდეგ , 1994-1995 წლებში, საპატრიარქოს ექიმი ვიყავი. ასევე, 1995 წლიდან ვმუშაობდი ,,ლეჩკომბინატში“ ალტერნატიული მედიცინის ცენტრში. ალტერნატიული და კლასიკური მედიცინის სინთეზით, მივიღე არაჩვეულებრივი შედეგები სხვადასხვა ფორმის განგრენებზე, ტროფიკულ წყლულებზე, ჩირქოვან პროცესებზე.

თბილისში ჩამოსვლისას მოღვაწეობა განვაგრძე ნატუროპატიაში, ფიტოთერაპიაში, ბიორეზონანსულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ასევე, ალტერნატიული მედიცინის სხვა დარგებში.

 სერტიფიცირება გავიარე ზოგად ქირურგიაში, დღეისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სკენარის“ მთავარი ექიმი ვარ.

-რას ნიშნავს თქვენთვის სტატუსი ,,ექიმი”?

-მიყვარს ადამიანი, ადამიანურობა. გულთან ახლოს მიმაქვს ტკივილი, განცდები და მინდა, რომ ეს ტკივილები, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შევუმსუბუქო.

ექიმობა არის უდიდესი სულიერი განცდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მარტივი არ არის, ზიდო ეს ტვირთი და თუ ადამიანი გრძნობს, რომ ამ ,,მსხვერპლს“ ვერ გასწევს, ჯობია, ეს გზა არ აირჩიოს.

მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ხართ დაინტერესებული, მათ შორის, ფიტოთერაპიით...

-პერიოდულად, ჩემს კოლეგებთან ერთად, დავდივარ ექსპედიციებში სხვადასხვა სამკურნალო მცენარის შესაგროვებლად. ზოგადად, ფიტოთერაპია ღვთისგან მომადლებული ბუნებრივი მკურნალობის ცოდნაა. ხშირად ვეცნობი  ნატუროპატიულ მკურნალობაზე არსებულ ლიტერატურას.

რაც შეეხება თქვენს ამჟამინდელ სამედიცინო მიმართულებას – რა არის სკენართერაპია და რა უპირატესობები აქვს?

,,სკენარი“ – ეს არის აბრევიატურა აპარატის, რაც შემდეგნაირად იშიფრება – თვითკონტროლირებადი ენერგოანეიროადაპტაციური რეგულაცია. ხელსაწყო გენერირებს  ორგანიზმის ნერვული სისტემის ფორმის იმპულსებს, რომლებიც აღიქმება, როგორც ორგანიზმის საკუთარი იმპულსები და ადვილად შედის ენერგოინფორმაციულ გზებში.

იმპულსები არ არის მავნე – ახასიათებს დინამიკურობა და ასიმეტრიულობა.

1980-იან წლებში ქირურგ-ონკოლოგად ვმუშაობდი ნიჟნი-ტაგილში .ჩემი იქაური მეგობრები – იოსიფ სემიკატოვი და ვლადიმირ ლოპატკო ეწეოდნენ საექიმო საქმიანობას სასწრაფო დახმარების ნეირო და კარდიორეანიმაციის ბრიგადებში. 90-იან წლებში ეს პიროვნებები დაინტერესდნენ სკენართერაპიით. ეს მეთოდი თავიდან მიმართული იყო კოსმონავტების რეაბილიტაციისათვის, რომლებიც დიდხანს იმყოფებოდნენ ,,უწონად“ მდგომარეობაში, რაც კუნთების ატროფიას იწვევდა. მათ მიაღწიეს უდიდეს წარმატებას სკენართერაპიის მიმართულებით და მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები გახდნენ, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დარგში.

ამ დროის განმავლობაში, ფინანსების უქონლობის გამო, ვერ მოხერხდა საქართველოში ოფიციალურად სკენართერაპიის დანერგვა.  2 წლის წინ, სპონსორმა-მეცენატმა – ქალბატონმა მარიკა უგრეხელიძემ დააფინანსა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რამაც საშუალება მოგვცა, საქართველოში ინოვაციური სამედიცინო პროფილის ცენტრი გაგვეხსნა.

ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკის სპეციალისტებმა გაიარეს სპეციალური სკოლა-სწავლებები მსოფლიოში წამყვან სკენარსპეციალისტებთან, მოანაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სკენარკონფერეციებში.

ამა წლის 20-24 სექტემბერს ბულგარეთში საერთაშორიო სკენარკონფერენცია სკენარსემინარებით გაიმართა, სადაც ფართო აუდიტორიის წინაშე წარვდექით შემდეგი მოხსნებით – ,,სკენართერაპიის გამოყენების გამოცდილება კომპლექსურ მკურნალობაში ბავშვთა ცერებრული დამბლის, აუტიზმისა, დაუნის სინდრომიანი ბავშების რეაბილიტაციის დარგში“. ამ კონფერენციაზე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი 2-წლიანი გამოცდილება, აგრეთვე, ამავე კონფერენციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამიერკავკასიაში წამყვანი სკენარკლინიკა ვართ, მოგვენიჭა უფლება, სკენარტექნოლოგიების სწავლებისა და სპეციალისტებზე სერტიფიკატების გაცემის. ასევე, სკენარაპარატურის რეალიზაციისა და მიწოდების ექსკლუზიური უფლება მოგვენიჭა. მასწავლებლების მოწვევის ორგანიზებისა და სკენარსწავლებების კოორდინაციის უფლებაც ჩვენ გადმოგვეცა.

კლინიკას დაუგროვდა უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა დაავადების მკურნალობის კუთხით –  ეს მეთოდი  წარმატებით გამოიყენება ბავშვთა ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ინსულტის შემდგომი პერიოდის და პოსტრავმული რეაბილიტაციის, ნევროლოგიური (იშიაზი, რადიკულიტი, ნევრალგიები) და სხვა დაავადებების დროს.

უშუალოდ შედეგებზე რომ ვისაუბროთ – როგორ შეაფასებდით, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა განვლილი ორი წელი?

2016 წლის  აპრილიდან კლინიკა  დაკავდა პროფილური მკურნალობით ბავშვთა ცერებრული დამბლის, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის მიმართულებით. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. კომპლექსმა, რომელიც სკენართერაპიის გარდა მოიცავს სინგლეტური ჟანგბადის ჩასუნთქვას, სპეციალურ ვარჯიშებსა და მასაჟს, მოგვცა უდიდესი ეფექტი ამ დაავადებების მკურნალობაში. კერძოდ, ბავშვებს შეუმცირდათ გამოხატული ნევროლოგიური დეფიციტი, გაუუმჯობესდათ წონასწორობის დაცვის კლინიკური ტესტი, გაუძლიერდათ დასუსტებული კუნთები, შეუმცირდათ დაჭიმული კუნთების ტონუსი, გაუუმჯობესდათ ახალი უნარ-ჩვევების ათვისება (ჯდომა, დგომა, სიარული), ინტელექტის კოეფიციენტიც ამაღლდა.

აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გახდნენ უფრო კონცენტრირებულები, დამჯერეები, ნაკლებად აგრესიულები და უფრო ადვილად პოულობენ საერთო ენას სხვა ბავშებთან.

-რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს…

ჩემი გეგმები ამ ეტაპზე მიმართულია ჩვენს კლინიკაში ახალი მიღწევებზე, როგორც სკენარტექნოლოგიებში, ასევე, სხვა პროგრესულ ტექნოლოგიების დანერგვაში, რათა გავაუმჯობესოთ პაციენტების მკურნალობის შედეგები.

პ.ს. კლინიკის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid