ფრენები იწყება 2018 წლის მაისიდან და შემდეგი ფასები იქნება წარმოდგენილი: ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.
ასევე, 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.
Wizz Air Hungary Ltd უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია დაბალი ფასის მისაღწევად ძირითადად იყენებს სხვადასხვა ქალაქების პატარა აეროპოპორტებს, იგი დაფრინავს ევროპაში ისრაელში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა. ავიაკომპანიას გააჩნია ყველაზე დიდი ფლოტი უნგრულ ბაზარზე, თუმცა ის არ არის ნაციონალური ავიახაზები, ამჟამად ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ავიაკომპანია შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250 Index-ი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”