დიდ ბრიტანეთში, ნოტინჰემში გადაშენებული „ალმასის“ ობობა (diamond spider) იპოვნეს.
ობობა 50 წელზე მეტია აღარავის უნახავს. ობობა, რომელიც სავარაუდოდ უკვე სრულიად გადაშენებული იყო, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,National Trust-ის” მოხალისეებმა Clumber Park-ში აღმოაჩინეს.
7 მმ სიგრძის ობობას ნახვა სულ სამჯერაა გამოვლენილი და სამივე დროს სამხრეთ ინგლისში. თუმცა diamond spider-ი 1969 წლიდან აღარავის უნახავს.
,,National Trust-ის” მოხალისეები ქლამბერ პარკში ეკოლოგიურ გამოკვლევას ატარებდნენ, როცა ობობა შენიშნეს.
„ალმასის“ ობობას საცხოვრებელი ჭაობიანი ადგილები, ხავსიანი ბალახი და მანანაა.
წყარო: http://www.bbc.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: