13 ოქტომბერს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა პრეზენტაცია კვლევისა – ახდენს თუ არა ასაკი რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას.
რეკლამის სისტემატური კვლევა დაიწყო XIX საუკუნიდან (Jaspert, 1983; Maloney, 1994). მისი განვითარებას მთავარ პუნქტებს წარმოადგენს XX საუკუნეში მასობრივი წარმოების პროდუქტების გამოჩენა, რომლის წარმატებით გაყიდვას ასევე მასობრივი რეკლამის არსებობა სჭირდებოდა და, ასევე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები – რადიო, ტელევიზია, კინო.
კვლევის აღწერა
H0 ჰიპოთეზის თანახმად – ასაკი გავლენას არ ახდენს რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე.
H1 ჰიპოთეზის თანახმად – ასაკი გავლენას ახდენს რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე.
კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, არის თუ არა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში რეკლამის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები, აქვს თუ არა ასაკს გავლენა რეკლამის მიმართ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე. ამის გასაგებად, გამოყენებულ იქნა 10 დებულებიანი კითხვარი – დიახ, არა და ვეთანხმები, არ ვეთანხმები პასუხებით, რომელიც ზომავდა რესპონდენტის დამოკიდებულებას რეკლამის მიმართ – დადებითი ან უარყოფითი.
2.1 კვლევის პროცედურა
რესპონდენტების ნაწილს სოციალური ქსელის დამხარებით ეგზავნებოდათ კითხვარის ელექტრონული ვერსია, ნაწილს კი პირადად დავურიგე კითხვარები, რომელიც საკმაოდ მარტივი დებულებებისგან შედგებოდა და საშუალოდ 5 -7 წუთში ავსებდნენ რესპონდენტები. ყველაზე ასაკოვანი რესპონდენტი იყო 60 წლის.
თავი 3. შედეგების ანალიზი
მიღებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი მოხდა SPSS-ის საშუალებით. გამოვიყენე შემდეგი ოპერაციები – სიხშირეები ზოგადი ტენდენციის გამოსავლენად; Anova –განსხვავება 5-კატეგორიან ასაკებს შორის რეკლამისადმი დამოკიდებულების მიმართებით იყო თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი; recode-ის გამოყენებით 5-კატეგორიანი ასაკები დავიყვანე 2 დიდ კატეგორიად – ახალგაზრდები 18-35წ. და გვიანი მოზრდილები 36წ და ზემოთ და chi-square-ის გამოყენებით, შევამოწმე ამ ასაკებსა და რეკლამისადმი დამოკიდებულებას შორის თუ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
23მა რესპონდენტმა (76,70%) გამოავლინა უარყოფითმა დამოკიდებულება რეკლამის მიმართ; ხოლო 7მა (23,30%) დადებითი დამოკიდებულება.
- ანოვა – იმის დასადგენად, არის თუ არა 5ასაკობრივ კატეგორიაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავება რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაში.
ანოვამ აჩვენა, რომ არც 5-კატეგორიან ასაკობრივ ჯგუფებს შორის არ გვაქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაში (სიგ.0,068).
- chi-square – 2 კატეგორიად დაყოფილ ასაკებს შორის (18-35 და 36 -ზემოთ) დამოკიდებულებებში არის თუ არა განსხვავება.
რეკლამის მიმართ დამოკიდებულებას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა.
დადასტურდა H0 ჰიპოთეზა; უარიყო H1.
chi-square (1, N=30) = 0,03, P<0,86
დასკვნა
ალტერნატიული ჰიპოთეზა არ გამართლდა. ასაკი გავლენას არ ახდენს რეკლამის მიმართ დამოკიდებულებაზე, ვინაიდან არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, არც 5-კატეგორიან და არც 2-კატეგორიან ასაკობრივ ჯგუფებს შორის. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ტენდენციაზე, რომელ ასაკობრივი ჯგუფია დადებითად განწყობილი რეკლამის მიმართ და რომელი უარყოფითი. დადასტურდა ნულოვანი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ასაკი გავლენას არ ახდენს იმაზე, რესპონდენტს რეკლამის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ექნება თუ უარყოფითი. ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავებები არ გამოვლინდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მცირე რაოდენობის შერჩევაა და უფრო დიდი ზომის შერჩევის შემთხვევაში სხვა შედეგები მივიღოთ.
კვლევის სუსტი მხარეები:
- მცირე რაოდენობის რესპონდენტი თითოეულ ჯგუფში (6 ადამიანის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ ტენდენციებზე);
- ასევე სქესთა შორის არათანაბარი გადანაწილება; – 40% მამაკაცი, 60% ქალი.
- კითხვების ვალიდურობის საკითხი – რამდენად ზომავს მოცემული დებულებები რეკლამის მიმართ რესპონდენტთა დამოკიდებულებას.
- შედეგების გენერალიზება – აღნიშნული კვლევის განზოგადებას ვერ მოვახდენთ ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლოვანებების გამო.
სტატია მოამზადა: ნინო თოფურიამ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”