close
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ანა ფრანკის დამსმენელს დაადგენენ

1944 წლის 4 აგვისტოს, ნაცისტების მიერ ოკუპირებული ამსტერდამის პოლიცია ანა ფრანკის სახლში შეიჭრა, სადაც ის და თავშესაფარში მყოფი კიდევ შვიდი ადამიანი დააპატიმრეს.

ანა ფრანკისა და მისი ოჯახის დაუჯერებელი და ტრაგიკული ისტორია საზოგადოებისთვის  დღიურიდან გახდა ცნობილი. თუმცა, დღემდე საიდუმლორ რჩება ის ფაქტი, ვინ დაასმინა ისინი პოლიციასთან, ვინ გათქვა საიდუმლო, რომ ფრანკების ოჯახი და მათთან ერთად რამდენიმე პირი სახლის კარადის უკან მდებარე ოთახში იმალებოდნენ.

FBI-ის გადამდგარი აგენტისა და 20 გამომძიებლისგან შემდგარი გუნდი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ამ  საიდუმლოს გამოამჟღავნებს.

„ვაპირებთ, ყველა მონაცემი, რაც კი იმ დროიდან არსებობს, ჩამოვტვირთოთ. იმდენი ინფორმაცია არსებობს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ გვაქვს გადასინჯული,“ – აცხადებენ გუნდის წევრები.

30-ზე მეტი ადამიანია, ვისაც ისტორიკოსები ეჭვმიტანილად მიიჩნევენ დამლაგებელი ქალბატონიდან დაწყებული ერთ-ერთი მეზობელის ჩათვლით. ზოგიერთ საინტერესო თეორიას შორისაა ანა ვან დეიკი, ებრაელი ქალი, რომელიც დეპორტაციით დამუქრების შემდეგ გესტაპოს აგენტი გახდა. ეჭვი აქვთ ჯოზეფ ჯანსენზეც. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ფრენკის მამა, ოტო, 1941 წელს თავის ცოლთან კავშირში დაადანაშაულა.

ამსტერდამში შქმნილი გუნდი, რომელიც პოლიციის ოფიცრების, ისტორიკოსების, კრიმინოლოგებისა და ორი მონაცემთა მეცნიერისგან შედგება,  ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. ისინი იმედოვნებენ, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციას შეაგროვებენ და ალგორითმების გამოყენებით მონაცემთა დიდი მოცულობის ფარგლებში ნიმუშების, ტენდენციების და ასოციაციების გამოვლენას შეუძლებენ.

გუნდი დამფინანსებელს ეძებს ისე, „რომ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“ შეინარჩუნონ. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებას კვლევის შედეგებს 2019 წლის 4 აგვისტოს – ფრანკების ოჯახის დაპატიმრების 75 წლისთავზე წარუდგენენ.

 

წყარო: http://www.iflscience.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid