მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ პროდუქტი „Glo“ დატესტეს და აღმოაჩინეს, რომ ის სიგარეტებთან შედარებით 90 პროცენტით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს.
ელსიგარეტი შეიცავს ნიკოტინის თხევად ფორმას, რომელიც ორთქლზე ცხელდება და მისი ჩასუნთქვა მწეველებს თამბაქოს კვამლით გამოწვეული ზიანისგან იცავს.
მაგრამ ,,Glo-ს“ მსგავსი პროდუქტების შემთხვევაში, გაცხელება წვის გარეშე ხდება, ამის ტოქსიკური ნივთიერებები არ წარმოიქმნება ისე, როგორც ეს სტანდარტულ სიგარეტში ხდება.
,,Glo-ს“ მწარმოებლის, ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს (British American Tobacco) მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ,,ახალი თაობის პროდუქტებს” (NGP), რომელიც ე.წ. ელსიგარეტს შეიცავს – ტოქსიკური ნივთიერებების მცირე შემცველობა აქვთ.
,,მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ტესტები საჭიროა, ამ შედეგების გათვალისწინებით, სიგარეტები, ,glo“ და სხვა ,,ახალი თაობის პროდუქტები” პოტენციური რისკის სხვადასხვა ბოლოში იმყოფებიან,“ – აცხადებს British American Tobacco -ს წარმომადგენელი – დოქტორი ჯეიმს მერფი.
როგორ ჩატარდა კვლევა?
კვლევის ფარგლებში შვიდი პროდუქტი შეფასდა, მათ შორის სამი სიგარეტი, glo ™ და თამბაქოს გაცხელებადი სხვა გათბობის პროდუქტი (თბ), ჰიბრიდული თამბაქოს პროდუქტი და ელექტრონული სიგარეტი.
მეცნიერებმა ლაბორატორიაში კვამლისა და ორთქლის რეალისტური გზით წარმოებისთვის რობოტები გამოიყენეს. შემდეგ კი – წარმოქმნილი კვამლსა და გამონაბოლქვში ტოქსიკური ნივთიერებების დონე გაზომეს.
აღმოჩნდა, რომ ყველა ,,ახალი თაობის პროდუქტში” – glo, ე- სიგარეტი, სხვა THP და ჰიბრიდული THP, ტოქსიკური ნაერთების ოდენობა 90 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე სტანდარტულ სიგარეტში.
კვლევის შედეგები სამეცნიერი ჟურნალ Regulatory Toxicology and Pharmacology-ში გამოქვეყნდა.
წყარო: http://www.dailymail.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”