close

 მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ მსოფლიოს ერთ–ერთმა ყველაზე წარმატებულმა და სახელგანთქმულმა კომპანიამ – ,,ეფლმა” ახალი პროდუქტი გამოუშვა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინა მოდელებისგან, ახალი პროდუქტი მეტად ინოვაციურია, მოსახერხებელი და კარგი დიზაინისაა.

 როგორც მოგეხსენებათ, მას არ აქვს iPhone–ისთვის დამახასიათებელი ღილაკი, რომელიც წინა მოდელებში აქტიურ დატვირთვას ატარებდა, ახლა მისი შექმნა მხოლოდ სენსორულად შეიძლება. ამ ცვლილების გამო ბევრ ადამიანს გაუჩნდა კრიტიკის გამოთქმის სურვილი, თითქოს მათთვის წინა მოდელები უფრო მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი იყო.

ახალი iPhone–ის ეკრანი წინაზე დიდია, გაუმჯობესებულია კამერის მეგაპიქსელი და სენსორული ტექნიკაც. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ფასიც საკმაოდ სოლიდური გახლავთ.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid