მფრინავი დრონები, მდივანი რობოტები, ჭკვიანი ტექნოლოგიები შეცვლიან ჩვენს ყოველდღიურ რეალობას კარგისკენ?!
საინტერესოა, თუ რომელ ტექნოლოგიებზეა კერძოდ საუბარი, როდესაც ვმსჯელობთ ადამიანების ცხოვრების გაადვილებაზე და ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენი ცხოვრების სტილს რადიკალურად შეცვლიან. შედარებისთვის, შეგვიძლია, ავიღოთ ჭკვიანი სარეცხი მანქანა, რომელიც გაარჩევს საგნებს, რომელთა გარეცხვაც თქვენ გსურთ, მათ მატერიას, ფერსა და ხარისხს, უდავოდ დაგვეხმარება იგი, თუ გვიკარნახებს ამა თუ იმ ნივთის გარეცხვა დააზიანებს თუ არა სხვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი ტანსაცმელი უნდა გარეცხოთ ერთად და რომელი – არა.
ასევე შეიძლება ავიღოთ, მაგალითად, რობოტები, რომლებიც სახლში ჩვენ მაგივრად შეასრულებენ მოვალეობებს, დაამზადებენ სხვადასხვა კერძს, დაასუფთავებენ სახლს და ადამიანებს მისცემენ იმის საშუალებას, რომ მათ მეტი დრო ჰქონდეთ სწავლის, მუშაობისა თუ დასვენებისთვის.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“