მარიხუანა ოფიციალურად მიღებულია, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და არა მედიცინისთვის საჭირო წამალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მისი გამოკვლევა.
ჯერჯერობით, გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მარიხუანას აქვს ცოტაოდენი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, მაგალითად, იგი აყუჩებს ტკივილს, ეპილეფსიის ერთ–ერთი ფორმისთვის არის ძალიან საასარგებლო. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა მარიხუანას კიდევ ჰქონდეს სხვა უფრო ეფექტური და გამოსადეგი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ვიცით და არ ვიცით კანაფის შესახებ.
1.მარიხუანას შეუძლია თავი გვაგრძნობინოს კარგად, ებრძოლოს დაძაბულ და მოწყენილ ცხოვრების სტილს.
2.იგი მოქმედებს ადამიანის სისხლისა და გულის მოქმედებაზე, მაგრამ არ არის გამოკვლევები ჩატარებული ამასთან დაკავშირებით, ეს კი აუცილებელია.
3.ერთგვარი გამაყუჩებელიც შეიძლება იყოს.
4.მაგრამ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენი მახსოვრობის უნარს
5.ასევე – ზიანს აყენებს თქვენს დროის შეგრძნებას, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
წყარო: Business insider
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“