ყველამ იცის, რომ ,,Facebook–ი “ცნობილი ბიზნესმენის, მარკ ცუკემბერგის მიერ არის დაფუძნებული და შექმნილი, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ბევრი არანაკლებ ცნობილი კომპანია არსებობს, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებმა დააფუძნეს. ,,ბიზნეს ინსიდერმა” მკითხველს შესთავაზა რამდენიმე ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომლებიც არც თუ ისე დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა, განვითარდა და დიდ წარმატებას მიაღწია:
1.Insomnia Cookies
პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტმა – სეთ ბერკოვიცმა 2003 წელს დააფუძნა ორცხობილების დამამზადებელი საცხობი, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აღიარებული და კარგადაც იყიდება, იგი ცნობილი გახდა ადგილზე მიტანის სერვისით, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე ხშირი იყო.
2.FedEx-ი
1962 წელს ფრედ სმითმა, ბიზნესის სტუდენტმა, გადაწყვიტა, ლოჯისტიკის კომპანია ჩამოეყალიბებინა, რომელიც მომავალში გახდა ერთ–ერთი მმართველი კომპანია ამ კონკრეტულ დარგში.
3.Dropbox-ი
დრიუ ჰიუსტონმა ჩამოაყალიბა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა დიდი ინფორმაციის შენახვისა და გადაადგილებას, უფრო მარტივად და ხარისხიანად. კომპანიას 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და შეფასებულია 10 მილიარდ დოლარად.
წყარო: Businessinsider,com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”