close

„Cargon-ი” არის ქართული გადამზიდი კომპანია, რომელიც ონლაინპლატფორმის მეშვეობით აკავშირებს გამგზავნს გადამზიდთან და პირიქით. მხოლოდ რამდენიმე მარტივი შესავსები ფორმის საშუალებით, „კარგონი“ მაქსიმალურად ამარტივებს გადაზიდვების რთულ და კომპლექსურ პროცესს. ის ერთ სივრცეში უყრის თავს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის შესრულებაც გადამზიდს ცალ-ცალკე უწევს.

აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლები არიან: ვანო ჩალაძე, რომელმაც მენეჯმენტი ფინანსების განხრით „ლონდონის ეკონომიკის სკოლაში“ (LSE) ისწავლა, შაკო ჯალაბაძე, რომელიც სწავლობს „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ (CSB) ბიზნეს ადმინისტრირების განხრით და ნიკო ტურაბელიძე, იგი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტი – „Queen Mary University of London-ის” კურსდამთავრებულია.

გუნდმა გადაწყვიტა, „სტარტაპ საქართველოს“ განაცხადი შეევსო. დღეს კი უკვე ამ პროექტის გამარჯვებულები არიან. ცდილობენ, კონკურსით მიღებული სარგებელი სრულად  გამოიყენონ და შექმნან კომპანია, რომელიც ნამდვილად შეასრულებს საკუთარ მისიას და იქნება წარმატებული არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

სახმელეთო ტვირთის გადაზიდვა დაკავშირებულია უამრავ პრობლემასთან:

  • არაოპტიმალური მარშრუტი
  • სიცარიელე საბარგულში
  • ფასის დადგენა / დაზუსტების პროცედურა
  • უწყვეტი ზარები ტვირთის კონტროლის მიზნით
  • დოკუმენტების ვრცელი სია

„კარგონის“ შექმნის იდეა ძალიან მარტივად გაჩნდა, ,,Cargon-ის” გუნდის წევრების პირადი გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენჯერმე გადაზიდვების დროს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს წავაწყდით, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ პრობლემებს აღმოფხვრიდა“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ვანო ჩალაძე.

,,Cargon-ის” მეშვეობით, შესაძლებელი გახდება ტვირთების საიმედოდ გაგზავნა და, რაც მთავარია, გადაადგილების რეალურ დროში კონტროლი. გადამზიდები კი აპლიკაციის საშუალებით ავტომატურად მიიღებენ ინფორმაციას ახლომდებარე შეკვეთების შესახებ.

აპლიკაცია ერთდროულად კომფორტულია როგორც გამგზავნისთვის, ასევე გადამზიდისთვის. კომპანია კი, პასუხისმგებელი იქნება გადაზიდვის მთელ პროცესზე.

„ვფიქრობთ, სამივეს გვაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ ჩვენი იდეების და მართვის უნარების გამოყენებით ,,Cargon-ი” წარმატებულ და ყველასთვის გამოსადეგ ბიზნესად ვაქციოთ“, – აღნიშნა ვანო ჩალაძემ.

,,Cargon-ი” არის უნიკალური, მარტივი გზა, რათა გადაზიდვების რთული პროცესი წარსულს ჩაბარდეს. სტარტაპს აქვს არაერთი უპირატესობა:

გამგზავნებისთვის:

  • გადამზიდი მანქანის სწრაფად და მარტივად მოძიება
  • გადაზიდვის ოპერაციის რეალურ დროში მონიტორინგი
  • წინასწარ, მარტივად და გამჭვირვალედ დადგენილი ფასი
  • დაახლოებით 10/15 % – ით იაფი მომსახურება, მცირე ოპერაციული ხარჯების გამო

გადამზიდებისთვის:

  • მეტი შეკვეთის მოძიების შესაძლებლობა
  • შემცირებული უქმად (დაუტვირთავი) მგზავრობა
  • სწრაფად მიღებული ანაზღაურება (მაქსიმუმ 7 დღე)
  • სატრანსპორტო პარკის მენეჯმენტი
  • ორივესთვის: სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემები, რომელიც გამგზავნს და გადამზიდს ეხმარება, უფრო ეფექტურად შეასრულოს ტრანსპორტირება.

კომპანიის დამფუძნებლებმა უკვე მიიღეს დამატებითი ინვესტიცია. სამომავლოდ ისინი პროექტის გაფართოებას გეგმავენ და აპირებენ, რომ „კარგონის“ მარტივი სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთსა და თურქეთშიც შესთავაზონ დაინტერესებულ სექტორს.

,,კარგონი” სრულად ფუნქციონირებას ერთ თვეში დაიწყებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდს ესტუმროთ.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid