„British American Tobaco-ს“ მიერ ორგანიზებული სტარტაპში, რომელშიც ჯამში 300-ზე მეტი მსურველი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს „Trips-ს” ხვდა წილად. გუნდი ქმნის სივრცეს, სადაც დიჯეებს შეუძლიათ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება. საკუთარი პროექტის ფარგლებში გუნდმა უკვე ჩაატარა ელექტრონული მუსიკის რამდენიმე ღონისძიება და სამომავლოდაც უფრო აქტიურად გეგმავს მუშაობას. სტარტაპის შესახებ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი – ზაქრო ტაბატაძე გვიამბობს.
სტარტაპი „Trips-ი“ თავისუფალი უნივერსიტეტის 6 მეორეკურსელის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც ქმნის დამწყები დიჯეების განვითარების პროგრამას, შესაბამისად, ის, რამაც გუნდის თითოეულ წევრი გააერთიანა, სწორედ რომ, ელექტრონული მუსიკის სიყვარულია „როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კამპუსში სწავლობდა საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ხელოვანი, გადავწყვიტეთ, ჩვენი უნივერსიტეტის ეს მხარე წინა პლანზე წამოგვეწია და უნივერსიტეტის ისეთი წვეულება ჩაგვეტარებინა, სადაც ხარისხიანი მუსიკა და მაქსიმალურად თავისუფალი გარემო იქნებოდა. ამის შემდეგ, თბილისის სხვადასხვა ინდუსტრიულ სივრცეში რამდენიმე ღინისძიების ჩატარებისას მივხვდით, რომ არსებობდა ჩვენი იდეის განხორციელების საჭიროება და რეალური შესაძლებლობა, ხოლო აღნიშნულმა კონკურსმა კი საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენი პირადი სახსრებით თავის დროზე ვერ შევძელით“- აღნიშნავს ზაქრო.
საქართველოში ხშირად დიჯეები ამთავრებენ სასწავლო კურსს, სადაც მათ ასწავლიან მხოლოდ აღნიშნულ პროფესიას, მაგრამ მათ არ აქვთ სისტემატიური ვარჯიშის და პროფესიის მეტად დაუფლების საშუალება, ვინაიდან აპარატურა საკმაოდ დიდ თანხებთანაც ასოცირდება, გამოცდილების არქონის გამო კი, მათ არც სხვადასხვა კლუბში დაკვრის საშუალება ეძლევათ, ამრიგად, აქამდე საქართველოში არ არსებობდა სივრცე, სადაც მომავალი დიჯეი შეძლებდა საკუთარი პროფესიის უკეთესად დაუფლებას და სწორედ ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანდა სტარტაპი ,,Trips-იც“ – ,,ჩვენი ვქმნით დამწყები დიჯეების განვითარების პლატფორმას. გვექნება ჩვენი სივრცე და აპარატურა, სადაც დიჯეები, მცირე საწევროს სანაცვლოდ, შეძლებენ თვეში 24-28 საათი ივარჯიშონ თავიანთი სურვილის შესაბამისად, რაც მათ მისცემთ საშუალებას მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება“.
სტარტაპი გეგმავს, 2-3 ყოველკვირეული ღონისძიების ჩატარებას, სადაც მცირე შერჩევის შემდეგ დაუკრავენ დამწყები ქართველი დიჯეები. ასევე, იგემება ყოველთვიური, უფრო მასშტაბური ღონისძიებების, რომლებშიც რეზიდენტ ხელოვანებთან ერთად სხვა ცნობილი დიჯეებიც დაუკრავენ, ამით დამწყებებს ქართველ დიჯეებს საშუალებას მიეცემათ მიიღონ, როგორც აპარატურასთან ვარჯიშის საშუალება, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება უშუალოდ დიჯეის ამპლუაში.
გუნდი დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით აპირებს ,,სტარტაპ საქართველოსთანაც“ ითანამშრომლოს, რათა მაქსიმალურად ხარისხიანი აპარატურის შეძენა გახდეს შესაძლებელი და დაიხვეწოს სივრცეც, რომელიც მიკროძრავების ქარხნის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, „მიკროძრავების ქარხანა მოიაზრება, როგორც მომავალი ურბანული მულტიფუნქციური სივრცე და ჩვენთან ერთად აქ რამდენიმე სხვა პროექტიც იწყებს მუშაობას. სამომავლოდ, ონლაინჟურნალისა და სავარჯიშო სივრცის ამოქმედებასთან ერთად, ეს ადგილი იფუნქციონირებს როგორც კლუბი. ზაფხულში კი, ელექტრონული მუსიკის პოპულარიზების მიზნით, ვაპირებთ ღონისძიებების ჩატარებას რეგიონებშიც“ – აღნიშნავს ზაქრო დასასრულს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”