close
ენერგეტიკასაქართველო

ენგურჰესი – ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, რომელიც სპეციალისტების აღფრთოვანებას იწვევს

 ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰესების სიაში დიდი ხნის წინ მოხვდა, ამიერკავკასიაში კი – უპირობო ლიდერია.

ორიოდე წლის წინ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. სამომავლოდ კი,  ჰესი ტურისტებსაც მიიღებს და იქ მსოფლიო დონის ატრაქციაც მოეწყობა.

ენგურჰესი შენდებოდა 1961-1978 წლებში. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი,  რომელშიც შედის თვით ენგურჰესი (დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ ), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

საქართველოს მდიდარი ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლისტმა და საზოგადო მოღვაწემ – ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით, მან თავისი შვილიც კი გამოიწვია პეტერბურგიდან საქართველოს მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად, საბოლოოდ, ყურადღება ენგურზე შეაჩერეს და მისის შესწავლა გადაწყვიტეს.

 ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

 ჰიდროელექტროსადგურის აგების რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები xx საუკუნის 50–იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსრკ–ს ,,ჰიდროპროექტის” საქართველოს განყოფილებამ დაიწყო მუშაობა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საძიებო და საპროექტო–სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციაზე.

თაღოვანი კაშხლის პარალელურად, აშენდა ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობები – სამშენებლო გვირაბები, სადაწნეო დერივაციული გვირაბი წყალმიმღებით, მიწისქვეშა სადგურის კვანძი და უდაწნეო წყალგამტარი გვირაბი. ეს ჰიდრონაგებობები ერთ–ერთი ძირითადი რგოლია ენგურჰესის კასკადის სისტემაში.

ენგურჰესის ობიექტი ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ჯვარიდან შავ ზღვაზე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid