close
ეს საინტერესოამსოფლიოპოლიტიკა

შვეიცარიულ სოფელში გადასახლების სანაცვლოდ, ოჯახებს 70, 000 აშშ დოლარს სთავაზობენ

შვეიცარიის ვალაის ოლქის პატარა სოფელი – ალბინენი ოჯახებს, რომლებიც იქ გადასახლდებიან, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას სთავაზობს.  

ალბინენი მშვიდი და წყნარი სოფელია, ულამაზესი ალპური ხედებით, მუნიციპალიტეტის პრეზიდენტ ბით ჯოსტის განცხადებით, ოჯახები და ახალგაზრდები სოფელს მასობრივად ტოვებენ, რის გამოც, მოსახლეობის რაოდენობა  240-მდე შემცირდა, სოფლის სკოლა დაიხურა, რის შედეგადაც, სოფელში დარჩენილი 7 ბავშვი იძულებულია მიმდებარე ქალაქის სკოლაში იაროს.

მდიდარი ქვეყნის პატარა სოფელი გამოსავალს ეძებს და მოსახლეობის ზრდას სარფიანი გარიგებით გეგმავს!

ინიციატივა გულისხმობს ყოველ ზრდასრულ, 45 წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ადამიანისთვის 25 ათასი აშშ დოლარის გადახდას, ხოლო ყოველ ბავშვზე – 10 ათასი აშშ დოლარის გაცემას. ასე რომ, თუკი ოჯახში დედ-მამა და ორი შვილი ცხოვრობს, ისინი ალბინენში გადასახლების სანაცვლო 70 ათას დოლარს მიიღებენ!

სანამ თვითმფრინავის ბილეთებს შეუკვეთავთ, გადახედეთ სოფლის ფოტოებს!

წყარო: https://www.boredpanda.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid