,,ადიდასი” მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო სპორტული ბრენდია, საკმაოდ საინტერესო ისტორიით, როგოც ცნობილია, კომპანია დააფუძნეს ძმებმა დასლერებმა, მათი საქმიანობა წლების განმავლობაში ძალიან კარგად მიდიოდა, თავიდან ბიზნესი ფეხსაცმელების წარმოებით დაიწყეს, ერთი ძმა მათ გასაღებას ხელმძღვანელობდა, მეორე კი – წარმოებას. 1925 წლიდან იწყება კომპანიის სპორტული მოღვაწეობა, როდესაც მათ გამოუშვეს ბუცები. ისინი დღეში 100 წყვილ ფეხსაცმელს კერავდნენ. 1938 წელს კი – კომპანია საკმაოდ დიდ ნაბიჯს დგამს წინ და 1000 წყვილ ფეხსაცმელს ამზადებს დღეში.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, რომ არა ძმების უთანხმოება და კომპანიის გაყოფა, ადოლფმა თავის კომპანიას ,,ადიდასი” დაარქვა, მისმა ძმამ კი – ,,პუმა”, იმდროინდელ ეპოქაში ნათლად იგრძნობოდა მათი დაპირისპირება, რადგან თანამშრომლები სხვადასხვა ბარში დადიოდნენ გასართობად, მათი შვილები კი სხვადასხვა სკოლაში.
წყარო: Adidas-group.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”