საქართველოში მყოფმა NASA-ს ასტრონავტმა – ჰაიდი ფაიფერმა ავიაციის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – ნადია ბენკლიანს გადასცა სერტიფიკატი და ჯილდო ,,ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის”.
გარდა ამისა, ასტრონავტი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა.
ჰაიდი ფაიფერმა 27 დღის განმავლობაში იცხოვრა და იმუშავა კოსმოსში. ის აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და ნასას ასტრონავტია. ის ნასას 1993 წელს შეუერთდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამუშაოდ 2006 წელს კოსმოსურ ხომალდ ,,ატლანტისით”, ხოლო 2008 წელს ხომალდ ენდევორით გაფრინდა კოსმოსში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: