close

სინგაპურში მკვლევარებმა ააგეს წყალქვეშა რობოტი, რომელიც მანტა რეის ჰგავს ერთფაზიანი ძრავისა და მოქნილი ფარფლების  მეშვეობით წყალზე ბიოლოგიური ბიძაშვილის მსგავსად მოქმედებს.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი – ჩიუ ჩი მენგი მიიჩნევს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითოეული ფარფლი ერთ ძრავას იყენებს და რობოტი სითხისა და ფარფლის ურთიერთქმედებას ეფუძნება.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოხდენილი მოცურავეები – მანტა რეები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებს განსაკუთრებული პროპულსიური მეთოდით ანცვიფრებდნენ, რისი საშუალებითაც ისინი ტურბულენტური ზღვების გადაცურვასაც კი ახერხებენ.

,,ე.წ. ბიოლოკომონია ნას 30 წლის განმავლობაში სწავლობდა,” – აცხადებს მექანიკური ინჟინერიისა და მექანიკის ასისტენტ პროფესორი კეიტ მორისი.

ჩიუს MantaDroid-ი არის ბრტყელი შავი PVC (პოლივინილის ქლორიდის) სხეული, სხივების მსგავსი ფარფლებითა და ორი უკანა საჭით. ის წყალზე ბუნებრივი პარტნიორის მსგავსად მოძრაობს.

ჩიუს განმარტებით, ფარფლის პასიური მოქნილობა საშუალებას აძლევს MantaDroid-ს, რომ წყალთან ბუნებრივად იმოქმედოს და წამში შვიდი მეათედი მეტრი სიჩქარე განავითაროს. 

სინგაპურელ მეცნიერთა გუნდმა ორი წლის მანძილზე 40 განსხვავებული დიზაინის ფარფლი შექმნა, სანამ მოქნილი პოლივინილის ქლორიდის (რომელიც ასევე პოლი ვინილის, ან უბრალოდ ვინილის სახელითაა ცნობილი) ფირფიტას გამოიყენებდა.

MantaDroid -ს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში შეუძლია ცურვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალში ორიგინალურზე ორჯერ უფრო დიდი ზომის მანტა რეის შექმნას აპირებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი რობოტები სასარგებლო იქნება საზღვაო ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და წყალქვეშა საძიებო სამუშაოებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid