,,საიდუმლო სანტა” ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ აქტუალური თამაში გახდა, თქვენ ჩუქნით საჩუქრებს მეწყვილეს მისი სურვილისამებრ, მაგრამ მან არ იცის, ვინ ხართ. ეს თამაში საკმაოდ პოპულარული იყო მსოფლიოს მასშტაბით გასულ წლებშიც, ეს არის ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს სკანდინავიაში, ძველად საიდუმლო სანტას თამაშისას საჩუქრის გამცემი კარების ზღურბლზე ტოვებდა საჩუქარს და გარბოდა, ადრესანტი უცნობი იყო, მაგრამ თანდართული ბარათი მიანიშნებდა ადრესატის ვინაობას.
დღეს, საქართველოს ბანკი ახალისებს მოსახლეობას და სთავაზობს ონლაინრეგისტრაციას ამ თამაშში, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას – მიიღოს და გასცეს საჩუქრები.
წყარო: Businessinisder.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: