კარგად ცნობილ „poke-ს” (ჯიკებას) კიდევ ოთხი ნიშანი დაემატა: ხუთი გაშლილი თითი, შემოხვევა, თვალის ჩაკვრა, ხელის ქნევა. თითოეული მომხმარებლის მეგობრის პროფილთან განსხვავებულად ურთიერთქმედებს. მაგალითად, ჩახუტების გამომხატველი პროფილის ფოტოზეა შემოხვეული.
სიმბოლოების მოძებნა და არჩევა ღილაკ ,,Hello-ზე” დაჭერითაა შესაძლებელი, რომელიც ,,Facebook-მა” ივნისში დაამატა და რომელიც პროფილის თავშია განთავსებული. ამ ღილაკის არასათანადო მდებარეობის გამო, ბევრი მომხმარებელი აცხადებს პრეტენზიას, სხვა მახასიათებლთან ახლომდებარეობის გამო ადამინებს ის ხშირად შეცდომით ეგზავნებათ და უხერხულ მდგომარეობაში ცვივდებიან.
მისალმების ახალ ნიშებს „undo“ ღილაკი აქვთ და მისი წაშლა შესაძლებელია.
ახალი ნიშნები „poke-ის” ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა და მათი გამოცდა, ჯერჯერობით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში, ავსტრალიაში, კანადაში კოლუმბიასა და საფრანგეთში მიმდინარეობს.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”