close
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა გამოიკვლია ,,მფრინავ თეფშებზე” კომპანიამ, რომელიც პენტაგონმა 22 მილიონი დოლარით დააფინანსა?

2008 წლიდან 2011 წლამდე პენტაგონმა საიდუმლოდ დააფინანსა პროგრამა, რომლის მიზანი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისგან (UFOs) გამოწვეული საფრთხეების გამოკვლევა და გამოძიება იყო.

The New York Times-ის ინფორმაციით, თანხის ოდენობა, რომლითაც The Advanced Aerospace Threat Identification Program-ი დააფინანსეს 22 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. პროგრამა თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ფარგლებში სენატორ ჰარი რეიდის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 2012 წელს პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა, მან არსებობა სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის ლუის ელიზონდოს ხელმძღვანელობით განაგრძო.

ელიზანდო თანამდებობიდან „პენტაგონის მიერ მისი საქმიანობის მიმართ გამოჩენილი არასაკმარისი ყურადღებისა და დაფინანსების“ გამო გადადგა.

პროგრამის დაწყების პირველ წლებში პენტაგონმა რობერტ ბიგელოუს კუთვნილ აეროკოსმოსურ კომპანიას 22 მილიონი აშშ დოლარიდან უმეტესი ნაწილი გადაურიცხა. კომპანია მილიარდერ ბიზნესმენს, რობერტ ბიგელოუს, ეკითვნოდა. ის ,,აბსოლუტურად დარწმუნებულია” იმაში, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ.

ბიგელოუ რეიდის ახლო მეგობარი იყო და სენატორი თავიდანვე დააინტერესა უცხო პლანეტელებითა და  ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით. მან რეიდის საარჩევნო კამპანიები ორჯერ, 2004 და 2010 წლებში დააფინანსა.

ეს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და სხვა იდუმალი კოსმოსური ფენომენის  გამოძიების პირველი შემთხვევა არაა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საკამათო 1947 წლიდან გახდა, როდესაც ე.წ. როსვეველის ინციდენტი მოხდა, სადაც დისკის ფორმის საფრენი ობიექტი როსველში, ნიუ მეხიკოში, მდებარე რანჩოს დაეჯახა.

აშშ-ის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო სტანდარტული ჰაეროსტატი, მაგრამ ენთუზიასტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სიმართლე დამალა.

მათ, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ როსველის ინციდენტის მთავრობის ვერსიას, კრიტიკოსები შეთქმულების თეორეტიკოსებს უწოდებენ, თუმცა რეიდის მსგავსი აეროკოსმოსის მკვლევარები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმური გამართლება აქვს იმისთვის, რომ ამოუცნობი ფენომენის ასახსნელად ფული და სხვა რესურსი გამოიყენოს.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid