close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტების ტრიო სამშაბათს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდა.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები NASA- ს სატელევიზიო ეთერში გავიდა.

კოსმოსური ხომალდით „სოიუზი“, რომელზეც იაპონიის Aerospace Exploration Agency- ის ფრენის ინჟინერი ნორიშიგე კანაი, NASA- ს ინჟინერი სკოტ თინგლი და რუსეთის Roscosmos-ის წამრომადგენელი ანტონ შკაფლეროვი იმყოფებოდნენ, დედამიწის ზემოთ დაახლოებით 400 კილომეტრში გრინვიჩის დროით 8:39 საათზე შევიდა დოკში.

ასტრონავტებმა დანიშნულ ადგილს ორდღიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს. კოსმოსური ხომალდი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაეშვა.

შკაფლოროვი, კანაი და თინგლი იმ სამ ასტრონავტს შეუერთდნენ, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბრიდან იმყოფებიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) წარმოადგენს დასახლებად ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს. სიგრძე 73 მეტრს შეადგენს, სიგანე – 108.5 მეტრს, სიმაღლე – 20 მეტრს, წონა კი დაახლოებით 450 000 კგ-ს. საშუალო სიჩქარეა 27 744 კმ/სთ, დედამიწის გარშემო ორბიტის პერიოდი კი – 92 წუთი და 37 წამი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი – მოდული „ზარია” გაუშვეს 1998 წლის 20 ნოემბერს. ის წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას, ორიენტაციის მაკონტროლებელს, საკომუნიკაციო სისტემასა და ელექტროენერგიის წყაროს, თუმცა არ ჰქონდა ხანგრძლივ პერიოდში სიცოცხლისთვის მხარდამჭერი პირობები. 2 კვირაში გაუშვეს მოდელი „Unity”. სკს 2 წლის განმავლობაში დაუკომპლექტებელი რჩებოდა. 2000 წლის 12 ივლისს ორბიტზე გავიდა მოდული „ზვეზდა”. დამონტაჟდა მზის პანელები და საკომუნიკაციო ანტენები. დაემატა საძილე ოთახები, ტუალეტი, ჟანგბადის გენერატორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ხმისა და სატელევიზიო კომუნიკაციის სისტემები. ამან შესაძლებელი გახადა მუდმივი დასახლება.

სადგურს პირველი ეკიპაჟი 2000 წლის პირველ ნოემბერს ეწვია.

სადგურში მოქმედებს, როგორც მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია და ტარდება ექსპერიმენტები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და სხვა სფეროებში. გამოიცდება ისეთი სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გამგზავრებისთვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid