,,Apple-მა” ბოდიში მოიხადა მისი რამდენიმე მოძველებული iPhone- ის მოდელის განახლების შეფერხების გამო.
კომპანია აცხადებს, რომ ის iPhone- ის ბატარეებს ფასდაკლებით გამოცვლის და 2018 წელს ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მათი ბატარეის მდგომარეობის მონიტორინგი მოახდინოს.
,,Apple-ი” საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აცხადებს, რომ იმ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც საგარანტიო მომსახურების ვადა ამოწურული აქვთ, ბატარეებს 79 აშშ დოლარის ნაცვლად 29 აშშ დოლარად გამოუცვლიან და ეს შეეხება iPhone 6-ს და შემდგომ მოდელებს.
Apple-მა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანიამ iPhone- ის ზოგიერთი მოძველებული მოდელის განახლება მიზანმიმართულად შეაფერხა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ iOS ოპერაციულ სისტემში ცვლილებების განახორციელა, რათა ზოგიერთ მოწყობილობაში მოძველებული ლითიუმ-იონის ბატარეების მართვა მოეხდინათ, ვინაიდან ბატარეის მუშაობის ხარისხი დროთა განმავლობაში მცირდება.
,,ლითიუმ-იონური ბატარეები სიცივის პირობებში ნაკლებ ქმედუნარიანები ხდებიან, ცუდად იტენებიან და დროთა განმავლობაში ძველდებიან, რის გამოც, შესაძლოა მოწყობილობამ ელექტრონული კომპონენტების დაცვა ვეღარ შეძლოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”